Facebook Twitter
საქმე ბს-492-481(k-14) 10 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 დაწესებულების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზ. ხ-ამ, ნ. ლ-მა, გ. კ-მა, გ. მ-ემ, დ. გ-მა, დ. ბ-ამ, მ. ნ-ამ, ლ. დ-მა, დ. ქ-ემ, ბ. ლ-ამ, გ. ო-ამ, ა. ც-ემ და ა. გ-ემ 2013 წლის 15 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 დაწესებულების მიმართ და მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 1 მაისის №37, 38, 39, 40,41,42,43,45,46,47,48,49 და №52 ბრძანებები; მოსარჩელეები აღდგენილი იქნენ სისტემიდან დათხოვნამდე დაკავებულ თანამდებობებზე და აუნაზღაურდეთ განაცდური ხელფასი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ხ-ამ, გ. კ-მა, დ. გ-მა, დ. ბ-ამ, მ. ნ-ამ, ლ. დ-მა, გ. ო-ამ და ა. გ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით აპელანტების - ზ. ხ-ას, გ. კ-ის, დ. გ-ის, დ. ბ-ას, მ. ნ-ას, ლ. დ-ის, გ. ო-ას, ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლსი 30 იანვრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ (გასაჩივრებულ ნაწილში), კერძოდ, აპელანტების (მოსარჩელეების) - ზ. ხ-ას, გ. კ-ის, დ. გ-ის, დ. ბ-ას, მ. ნ-ას, ლ. დ-ის, გ. ო-ას, ა. გ-ის სასარჩელო მოთხოვანთა დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა მოსარჩელეების - ზ. ხ-ას, გ. კ-ის, დ. გ-ის, დ. ბ-ას, მ. ნ-ას, ლ. დ-ის, გ. ო-ას, ა. გ-ის სასარჩელო მოთხოვნები სრულად;
1. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 01 მაისის №42 ბრძანება მოსარჩელის - ზ. ხ-ას დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობიდან დათხოვნის თაობაზე; მოსარჩელე - ზ. ხ-ა აღდგენილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე; მოპასუხეს - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დაევალა მოსარჩელისათვის - ზ. ხ-ასთვის იძულებითი განაცდურის სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება.
2. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 01 მაისის №43 ბრძანება მოსარჩელის - გ. კ-ის დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან დათხოვნის თაობაზე; მოსარჩელე - გ. კ-ი აღდგენილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე; მოპასუხეს - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დაევალა მოსარჩელისათვის - გ. კ-ისთვის იძულებითი განაცდურის სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება.

3. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 01 მაისის №52 ბრძანება მოსარჩელის - დ. გ-ის დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობიდან დათხოვნის თაობაზე; მოსარჩელე - დ. გ-ი აღდგენილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე; მოპასუხეს - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დაევალა მოსარჩელისათვის - დ. გ-ისთვის იძულებითი განაცდურის სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება.
4. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 01 მაისის №45 ბრძანება მოსარჩელის - დ. ბ-ას დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობიდან დათხოვნის თაობაზე; მოსარჩელე - დ. ბ-ა აღდგენილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე; მოპასუხეს - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დაევალა მოსარჩელისათვის - დ. ბ-ასთვის იძულებითი განაცდურის სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება.
5. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 01 მაისის №45 ბრძანება მოსარჩელის - მ. ნ-ას დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის თანამდებობიდან დათხოვნის თაობაზე; მოსარჩელე - მ. ნ-ა აღდგენილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე; მოპასუხეს - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დაევალა მოსარჩელისათვის - მ. ნ-ასთვის იძულებითი განაცდურის სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება.
6. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 01 მაისის №46 ბრძანება მოსარჩელის - ლ. დ-ის დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობიდან დათხოვნის თაობაზე; მოსარჩელე - ლ. დ-ი აღდგენილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე; მოპასუხეს - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დაევალა მოსარჩელისათვის - ლ. დ-ისთვის იძულებითი განაცდურის სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება.
7. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 01 მაისის №39 ბრძანება მოსარჩელის - გ. ო-ას დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან დათხოვნის თაობაზე; მოსარჩელე - გ. ო-ა აღდგენილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე; მოპასუხეს - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დაევალა მოსარჩელისათვის - გ. ო-ასთვის იძულებითი განაცდურის სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება.
8. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 01 მაისის №38 ბრძანება მოსარჩელის - ა. გ-ის დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობიდან დათხოვნის თაობაზე; მოსარჩელე - ა. გ-ე აღდგენილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე; მოპასუხეს - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დაევალა მოსარჩელისათვის - ა. გ-ისთვის იძულებითი განაცდურის სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 დაწესებულებამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 დაწესებულების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 დაწესებულების საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N16 დაწესებულების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე