საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
920აპ-08 14 აპრილი, 2009 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების: ლ. ხ-ს, რ. ვ-ს, ხ. ჯ-ს, ა. კ-ს, მ. კ.-სა და ბ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების: ზ. მ-ს, ი. ნ-ს, თ გ-ს, ა. ჭ-სა და მ. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 მაისის განაჩენზე, რომლითაც ლ. ხ-ი, დაბადებული .... წელს, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის III ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის I, II და 353-ე მუხლის I ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ. კ-ძე, დაბადებული ...... წელს, ხ. ჯ-ძე, დაბადებული ...წელს, ა. კ-ე, დაბადებული ....... წელს, ცნობილ იქნენ ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის III ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც მათ სასჯელად განესაზღვრათ 7_7 (შვიდ-შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის II ნაწილის გამოყენებით დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი:
მ. კ-ს _ 2 წელი, 4 თვე, 11 დღე და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 9 წლით, 4 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა;
ხ. ჯ-ს _ 1 წელი, 11 თვე, 11 დღე და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლით, 11 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა;
ა. კ-ს _ 1 წელი, 5 თვე, 6 დღე და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლით, 5 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ბ. გ-ა, დაბადებული ... წელს და რ. ვ-ი, დაბადებული ............. წელს, ცნობილ იქნენ ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის III ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც ბ. გ-ს სასჯელად განესაზღვრა 7 წლით, ხოლო რ. ვ-ს _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების: ლ. ხ-ს, რ. ვ-ს, ხ. ჯ-ს, ა. კ-ს, მ. კ.-სა და ბ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების: ზ. მ-ს, ი. ნ-ს, თ გ-ს, ა. ჭ-სა და მ. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.