Facebook Twitter

ბს-619-606 (2კ-14) 26 მარტი, 2015 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მ. ზ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2014წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ზ-ემ 19.0913 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 16.08.2013წ. N44-2013 დასკვნის და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 20.08.2013 წ. N989 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ.ზ-ის ლიცენზიის აღდგენის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.12.2013წ. გადაწყვეტილებით მ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კერძო აღმასრულებლის მ. ზ-ის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის სახით სააღსრულებო ლიცენზიის გაუქმების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 20.08.2013 წ. N989 ბრძანება და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნისვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მ.ზ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2014წ. განჩინებით მ. ზ-ის და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ზ-ისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.10.2014 წ. განჩინებით მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2014წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

29.12.14წ. მ. ზ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების თაობაზე. აღნიშნული განცხადება უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2015წ. განჩინებით დაკმაყოფილდა, გაუქმდა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.14წ. განჩინება და მ. ზ-ის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ზ-ის და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ზ-ის და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ზ-ის და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2014წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე