საქმე ბს-794-780(k-14) 24 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დ. ა-მა 2014 წლის 23 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 25 აპრილის №356 ბრძანების მეორე მუხლი, მოსარჩელე დ. ა-ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმართველი ერთეულის ახალსოფლის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მოსარჩელე დ. ა-ი დაუყონებლივ აღდგენილ იქნას გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმართველი ერთეულის ახალსოფლის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური 3 თვის დაუბეგრავი სარგო სულ 1545 ლარის ოდენობით გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.
გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 25 აპრილის №356 ბრძანების მეორე მუხლი მოსარჩელე დ. ა-ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმართველი ერთეულის ახალსოფლის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მოსარჩელე დ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმართველი ერთეულის ახალსოფლის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე დ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის 3 თვის დაუბეგრავი სარგოს სულ 1545 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქოტმბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე