საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
997აპ. თბილისი
5 იანვარი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: პაატა სილაგაძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ჭ-ს დამცველის, ადვოკატ გ. პ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ივნისის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ლ. ჭ-ა, გ. წ-ი, ზ. თ-ი და ნ. კ-ი _ ცნობილ იქნენ დამნაშავედ და მიესაჯათ: ლ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ვ”, ,,ზ” ქვეპუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით; გ. წ-ს საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ვ”, ,,ზ” ქვეპუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით; ზ. თ-ი საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; ნ. კ-ს _ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ლ. ჭ-ს დამცველის, ადვოკატ გ. პ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.