Facebook Twitter

ბს-717-703(2კ-14) 30 აპრილი, 2015 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.14წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ე. წ-ის, ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპერქტიული განვითარების სამსახურის, მიწის მართვის დეპარტამენტის, თბილისის არქმშენინსპექციისა და ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც ე. წ-ის საკუთრებაში არსებული 270 კვ.მ. შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ასევე თბილისში, ი- ქ. ¹20-ში მდებარე ლიტერ “ს”-ს სახურავისა და კედლის აღდგენის ე. წ-ისათვის დავალება მოითხოვა.

მ. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, მოპასუხეების _ ქ. თბილისის არქიტექტურის და პერსპერქტიული განვითარების სამსახურის, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის, შპს “...” და ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც ე. წ-ის საკუთრებაში არსებული 270 კვ.მ. შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მათგან გამომდინარე ყველა სამართლებრივი შედეგის ბათილად ცნობა მოითხოვა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 05.03.04 წ. განჩინებით მ. თ-ისა და თ. მ-ის სარჩელებზე აღძრული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.12.06 წ. საოქმო განჩინებით მ. თ-ისა და თ. მ-ის სარჩელებზე ქ. თბილისის არქმშენინსპექციის სახელმწიფო მიმღების კომისიის დამთავრებული საამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე 16.10.03 წ. №251 აქტის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

საქმის განხილვისას მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 22.10.03 წ. ¹№10.4.255 დადგენილებისა და მისგან გამომდინარე შედეგების, აგრეთვე 16.10.03 წ. ¹№251 აქტისა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვეს. მოსარჩელეებმა ასევე თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის ე. წ-ის კუთვნილი შენობა-ნაგებობის დემონტაჟისა და დაჯარიმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალებულება მოითხოვეს. მოსარჩელე მ. თ-მა აგრეთვე თბილისის არქიტექტორის 16.03.01 წ. ¹№70 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური და ე. წ-ი, ასევე მესამე პირი _ შპს “...”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.07 წ. განჩინებით მ. თ-ისა და თ. მ-ის სარჩელებზე, მოპასუხე _ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მ. თ-ის სარჩელზე თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ თბილისის არქიტექტორის 16.03.01 წ. ¹№70 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა წარმოება დაუშვებლობის გამო, ხოლო სარჩელი თბილისის არქმშენინსპექციის 16.10.03 წ. ¹251 აქტის ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინებები კერძო საჩივრებით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.07 წ. გადაწყვეტილებით მ. თ-ისა და თ. მ-ის სარჩელი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 22.10.2003წ. №10.4.255 დადგენილების და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგის - საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.07 წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. თ-იმა და თ. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.08 წ. განჩინებით მ. თ-ისა და თ. მ-ის კერძო საჩივრები შეტანილი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების კომისიის აქტის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.12.06 წ. განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.2008 წ. განჩინებით მ. თ-ისა და თ. მ-ის კერძო საჩივრები შეტანილი 30.07.2007 წ. განჩინებაზე, რომლითაც განუხილველად დარჩა არქმშენინსპექციის ექსპლუატაციაში მიღების აქტი და დაუშვებლად იქნა ცნობილი არქიტექტორის 16.03.2001წ. ¹№70 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნები, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.2007წ. განჩინება მ. თ-ისა და თ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნის – თბილისის არქმშენინსპექციის 16.10.2003 წ. ¹№251 აქტის ბათილად ცნობის ნაწილში განუხილველად დატოვებისა და მ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნის _ თბილისის მთავარი არქიტექტორის 16.03.2001 წ. ¹№70 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.07 წ. განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.11.2008 წ. საოქმო განჩინებით მ. თ-ისა და თ. მ-ის სააპელაციო საჩივრების განხილვა შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მ. თ-ის საკუთრების უფლების შესახებ დავის გადაწყვეტამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.07.2011 წ. განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.07წ. გადაწყვეტილებაზე შეტანილი მ. თ-ისა და თ. მ-ის სააპელაციო საჩივრებზე განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.09.2011 წ. საოქმო განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ თბილისის არქმშენინსპექციის 16.10.2003 წ. ¹№251 აქტისა და თბილისის მთავარი არქიტექტორის 16.03.2001 წ. ¹№70 ბრძანების ბათილად ცნობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

აღნიშნული საოქმო განჩინება კერძო საჩივრებით გაასაჩივრეს მ. თ-მა და თ. მ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2012წ. განჩინებით თ. მ-ისა და მ. თ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.09.11 წ. განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.11.2012წ. გადაწყვეტილებით მ. თ-ის და თ. მ-ის სარჩელი ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2001 წლის 16 მარტის №70 ბრძანების (ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ი- ქ. №20-ში მდებარე საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე ე. წ-ის ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმების შესახებ) ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.11.2012წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. თ-იმა და თ. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.13წ. განჩინებით განახლდა საქმის წარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.09.2011 წ. განჩინებით შეჩერებულ მ. თ-ისა და თ. მ-ის სააპელაციო საჩივრებზე. ამავე განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა მ. თ-ისა და თ. მ-ის სააპელაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.07 წ. გადაწყვეტილებაზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.11.2012წ. გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.14წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. თ-ის და თ. მ-ის სააპელაციო საჩივრები, ქ. თბილისის მერიის, სსიპ ზედამხედველობის სამსახურის, სსიპ არქიტექტურის სამსახურის, საბურთალოს რაიონის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, ე. წ-ის, მესამე პირის შპს „...“ მიმართ, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.07.07წ. და ამავე სასამართლოს 08.11.12წ. გადაწყვეტილებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.14წ. განჩინებაზე საკასაციო საჩივრები შეიტანეს მ. თ-მა და თ. მ-მა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელების დაკმაყოფილების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2015წ. განჩინებით თ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.14წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.14წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე