საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-94-92(კ-15) 19 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ა.ფ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2014წ. განჩინებით ა.ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.01.201წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ფ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2015წ. განჩინებით კასატორ ა.ფ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
დადგენილ ვადაში საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ა.ფ-მა და მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება 1 თვით. უზენაესი სასამართლოს 27.03.2015წ. განჩინებით კასატორის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ა.ფ-ს გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.02.2015წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 7 დღით. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინების ასლი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნა ა.ფ-ს და ჩაბარდა მის შვილს ლ. ფ-ს (პ.ნ....) 20.04.2015წ. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 27.04.2015წ. .კასატორმა საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა.ფ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნას განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ფ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ.ვაჩაძე