Facebook Twitter

ბს-765-751 (კ-14) 30 ივნისი, 2015 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა რ.კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.2014წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ.კ-მა 13.06.2014 სარჩელით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 13.05.2014წ. №2/პ-094 ბრძანების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარების, რ.კ-ის ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის ... თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 29.07.2014წ. გადაწყვეტილებით რ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 13.05.2014წ. №2/პ-094 ბრძანება ცნობილი იქნა არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რ.კ-ი აღდგენილი იქნა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის ... თანამდებობაზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას რ.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

20.08.2014 წ. რ.კ-მა განცხდებით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს ამავე სასამართლოს 29.07.2014წ. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნით. ცაგერის რაიონული სასამართლოს 26.08.2014წ. განჩინებით რ.კ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ცაგერის რაიონული სასამართლოს 29.07.2014წ. გადაწყვეტილება რ.კ-ის ცაგერის მუნიციპლიტეტის გამგეობის ... სამსახურის ... თანამდებობაზე აღდგენისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის 3(სამი) თვის თანამდებობრივი სარგოს დაკისრების შესახებ მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 26.08.14 წ. სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ცაგერის რაიონული სასამართლოს 29.07.2014 წ. გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.2014წ. გადაწყვეტილებით ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 29.07.2014წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 29.09.2014წ. განცხადებით (შუამდგომლობით) მიმართა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა ცაგერის რაიონული სასამართლოს 29.07.2014წ.გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ ამავე სასამართლოს 26.08.2014წ. განჩინების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2014წ. განჩინებით ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება (შუამდგომლობა) დაკმაყოფილდა, გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 26.08.2014წ. განჩინება ცაგერის რაიონული სასამართლოს 29.07.2014წ. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 29.09.2014წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა რ.კ-ის მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.10.2014წ. განჩინებაზე კერძო საჩივრი შეიტანა რ.კ-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ.კ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ.კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ.კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.2014წ. გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე