საქმე №ბს-247-243(კს-15) 16 ივნისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ლევან მურუსიძე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „...“, შპს „დ...“, „ქ...“ ... კავშირის თავმჯდომარე - ნ. წ-ი და კავშირის წევრები - ზ. და ლ. ს-ეები, ი. თ-ე და სხვები (15 პირი)
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ფ-ი
მოპასუხე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
მესამე პირები - შპს „...“, შპს „დ...“, ... ფონდი, ნ. ლ-ე, თ. ლ-ე, კ. ტ-ე და სხვები
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩაბმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 13 მაისს თ. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგ.ს, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2003 წლის 25 დეკემბრის №01/09 და 2003 წლის 29 დეკემბრის №01/09 ადმინისტრაციული აქტების არარად აღიარების თაობაზე თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგ.ს განცხადებით მიმართა შპს „...“, შპს „დ...“, „ქ...“ მიერ დაზარალებულ მეანაბრეთა კავშირის თავმჯდომარემ - ნ. წ-მა, რომელმაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში კავშირის მესამე პირად ჩაბმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს „...“, „დ...“, ... ფონდი, კრედიტორები: ნ. ლ-ე, თ- ლ-ე, კ. ტ-ე, ი. ბ-ე, მ. გ-ე, ნ. უ-ი, ქ. ყ-ე, ვ. გ-ი, ც. მ-ე, რ. თ-ე, ლ. ბ-ე, ზ. ხ-ი, ნ. კ-ი, რ. მ-ა, დ. მ-ე, ა. გ-ი, ე. მ-ე, ლ.ბ-ე, მ. ქ-ი, ბ. გ-ა, თ. გ-ა, დ. ნ-ი, თ. ს-ე-ბ-ე, დ. ბ-ი, გ. ხ-ი, ნ. რ-ი, მ. ა-ი, გ. გ-ი, პ. ჭ-ი, რ. ზ-ე, ვ. ხ-ა, ლ. გ-ე, ლ. შ-ე, გ. ქ-ე, ნ. მ-ი, ფ. ჟ-ა, ლ. კ-ე, ნ. კ-ი, დ.კ-ე, ლ. ბ-ა, ს. ნ-ი, ლ. ფ-ა, ჯ. ფ-ე, რ.ხ-ა, ჯ. მ-ი, ბ. მ-ი, ნ. მ-ი, თ. კ-ა, ლ. კ-ა, ც. ა-ე, ნ. ღ-ი, ე. ს-ე, კ. ი-ე, მ. მ-ი, ქ. ს-ე, ნ. ნ-ი, ნ. ჯ-ე, ნ. გ-ი, მ. თ-ა, ჯ. თ-ა, ნ. ჯ-ე, ი. თ-ე, ლ. ვ-ე, მ. ლ-ე, ი. ზ-ე, ჯ. ლ-ე, ბ. ე-ე, ნ. ლ-ე, მ. პ-ა, ა. ხ-ი, მ. მ-ი, გ. მ-ე, ნ. ჯ-ი, მ. ჩ-ა, ნ. მ-ე, მ. ჭ-ი, ქ.ჩ-ი, ე. ბ-ი, ნ. მ-ი, ი. ხ-ი, ს. ლ-ი, დ. ლ-ი, ვ. მ-ე, ლ. მ-ი, ი. ზ-ე, თ. ქ-ი, რ. კ-ე, გ. ქ-ე, ზ. ფ-ე, ქ. ფ-ა, მ. ხ-ე, ლ. თ-ი, ნ. ბ-ი, ნ. ბ-ე, გ. ბ-ე, მ. ო-ი, თ. ნ-ი, ნ. გ-ე, ნ. მ-ი, მ. ჩ-ე, დ. თ-ა, ნ. ი-ი, ნ. ლ-ე, ზ. ს-ე, ლ. ს-ე, ს. ჯ-ე, ქ. წ-ე, ს. დ-ე, თ. ყ-ი, ნ. ზ-ე, ა. გ-ე, შ. ჩ-ი, ზ. ქ-ი, ნ. კ-ე, ს. კ-ე, მ. ნ-ა, ნ. რ-ე, ნ. მ-ი, ზ. კ-ე, ზ. მ-ა, შ. მ-ა, ი. ა-ი, ა. ბ-ე, თ. ი-ი, ნ. ჭ-ე, მ. გ-ე, გ. ს-ე, ნ. გ-ი, დ. ა-ი, ლ. გ-ე, გ. ბ-ი, ქ. ლ-ი, ჟ. ა-ა, მ. შ-ა, ვ. კ-ი, მ. შ-ი, ნ. თ-ი, მ. ს-ე, ლ. ნ-ე, თ. ს-ე, გ. ნ-ა, მ. გ-ი, ც. ხ-ი, ნ. ი-ე, მ. ბ-ე, ვ. კ-ა, მ. კ-ა, ვ. კ-ა, გ. ს-ე, ი. თ-ე, დ. კ-ი, ლ. ლ-ე, მ. ჭ-ე, ჯ. ჯ-ე, ნ. ჭ-ე, ა. გ-ე, ა. ა-ი, ლ. ნ-ა, თ. ჩ-ე, ნ. ქ-ე, ი. ა-ი, მ. წ-ი, ა. მ-ი, ლ. ნ-ი, მ. წ-ი, გ. შ-ა, მ. ჯ-ე, გ. კ-ე, მ. ა-ი, ე. ც-ა, თ. გ-ი, ნ. ჯ-ე, მ. ს-ე, მ. ს-ე, ზ. ა-ე, ნ. ჯ-ე, რ. ო-ი, ი. ა-ი, მ. ჯ-ე, პ. წ-ი, დ. ნ-ი, ნ. ა-ი, რ. ნ-ი, ლ. ბ-ი, ლ. გ-ა, ვ. კ-ა, ნ. ჭ-ა, ლ. კ-ე, მ. კ-ი, მ. ჭ-ი, მ. ა-ი, ქ. ჩ-ი, ხ. დ-ი, გ. ხ-ე, მ. კ-ა, მ. თ-ე, მ. ხ-ე, ი. მ-ი, რ. ნ-ი, ნ. შ-ა, კ.ბ-ი, ქ. ო-ე, მ. ლ-ა, ი. მ-ი, ზ. ა-ი, ა. ფ-ი, ნ. ო-ი, ნ. ხ-ა, ნ. ხ-ა, ა. წ-ი, ე. შ-ი, ე. მ-ე, ლ. ს-ა, ნ. ა-ი, ა. მ-ე, თ. უ-ე, ი. ნ-ი, დ. პ-ი, ო. პ-ი, ქ. ბ-ი, ბ. შ-ა, ხ. ფ-ე, ა. ფ-ე, ი. ტ-ი, ზ. მ-ე, მ. ჩ-ა-თ-ა, ჟ. გ-ა, გ. ა-ი, ც. კ-ა, თ. მ-ე, ლ.ა-ე, ნ. ლ-ა, ლ. კ-ი, ი. მ-ე, ე. ზ-ა, თ. გ-ი, მ. თ-ე, ა. წ-ი, ა. ბ-ი, ვ. მ-ი, მ. მ-ე, ნ. შ-ა, ლ. ჩ-ა, ნ. გ-ი, ი. მ-ა, ს. ქ-ე, დ. გ-ა, მ. ჩ-ე, ტ. ბ-ე, ვ. ო-ი, ნ. კ-ე, ნ. კ-ე, ე. ა-ი, ს. ჭ-ა, ლ. ძ-ი, რ. გ-ე, ვ. მ-ე, მ. ბ-ი, ა. ნ-ი, ი. ბ-ი, მ. ბ-ი, დ. ჭ-ა, ც. კ-ე, მ. გ-ი, მ. ა-ე, ლ. ს-ი, მ. მ-ა, ნ. გ-ე, გ. გ-ე, ლ. ბ-ე, ს. ლ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება დ.ბ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ნოემბრის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კავშირის თავმჯდომარემ - ნ. წ-მა, რომელმაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად უშუალოდ შპს „...“, შპს „დ...“, „ქ...“ ... კავშირის, როგორც იურიდიული პირის, ჩაბმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემული ადმინისტრაციული საქმე შპს „...“, შპს „დ...“, „ქ...“ ... კავშირის, როგორც იურიდიული პირის, საქმეში მესამე პირად ჩაბმის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ... კავშირის ჩაბმასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“, შპს „დ...“, „ქ...“ ... კავშირის თავმჯდომარემ – ნ. წ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს „...“, შპს „დ...“, „ქ...“ ... კავშირის თავმჯდომარის, მეანაბრეთა რწმუნებულის – ნ. წ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 დეკემბრის საოქმო განჩინებით ნ. წ-ს უარი ეთქვა საქმეში მესამე პირებად შპს „...“, შპს „დ...“, „ქ...“ ... კავშირის ჩაბმის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს თ. ფ-ის 2009 წლის 23 მარტის №01/09.02.2595 განცხადების თაობაზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2003 წლის 25 დეკემბრის №01/09 და 2003 წლის 29 დეკემბრის №01/09 ადმინისტრაციულ აქტებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჭ-მა, თ.ი-მა, ლ. წ-მა, თ. გ-მა, ნ. მ-ემ, ი. ბ-მა, დ. ბ-მა, მ. თ-ემ, თ. ლ-ემ, ლ. ს-ემ, ზ. ს-ემ, ი. მ-ემ და ლ. კ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებით შპს „...“, შპს „დ...“, „ქ...“ ... კავშირის თავმჯდომარის – ნ. წ-ის შუამდგომლობა განსახილველ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ დავაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულნი არიან მეანაბრეები, რომლებიც თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, არიან კრედიტორები და რომელთა ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“, შპს „დ...“, „ქ...“ ... კავშირის თავმჯდომარემ – ნ. წ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის მისი შუამდგომლობის განხილვის დავალება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე დამატებითი კერძო საჩივარი წარმოადგინეს კავშირის წევრებმა - ზ. და ლ. ს-ეებმა, ი. თ-ემ და სხვებმა (15 პირი), რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის კავშირის თავმჯდომარის - ნ. წ-ის შუამდგომლობის განხილვის დავალება მოითხოვეს.
კერძო საჩივრების ავტორთა განმარტებით, სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეეხება თუ არა მეანაბრეთა რეგისტრირებული კავშირის ინტერესებს.
კავშირის წესდების 1-ლი მუხლის 1.6 პუნქტის, მე-2 მუხლის 2.1 და 2.2 პუნქტების, მე-7 მუხლის 7.1 პუნქტის თანახმად, მეანაბრეთა რეგისტრირებული კავშირი არის იურიდიული პირი, რომელიც მიზნად ისახავს მისი წევრების - მეანაბრეების ინტერესების დაცვას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივნისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...“, შპს „დ...“, „ქ...“ ... კავშირის თავმჯდომარის - ნ. წ-ის და კავშირის წევრების - ზ. და ლ. ს-ეების, ი. თ-ისა და სხვათა (15 პირი) კერძო და დამატებითი კერძო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „...“, შპს „დ...“, „ქ...“ ... კავშირის თავმჯდომარის - ნ. წ-ის და კავშირის წევრების - ზ. და ლ. ს-ეების, ი. თ-ისა და სხვათა (15 პირი) კერძო და დამატებითი კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებით შპს „...“, შპს „დ...“, „ქ...“ ... კავშირის თავმჯდომარის – ნ. წ-ის შუამდგომლობა განსახილველ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ მოახდინონ საკუთარი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა და რეალიზება ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტარციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. ამასთან, აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების ჩვეულებრივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი მესამე პირთა ჩვეულებრივი წესით ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი – სავალდებულო, აუცილებელი ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ჩვეულებრივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაცილ პროცეში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზანი წარმოადგენს უპირატეს მიზანს, რომელსაც ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში მესამე პირების სავალდებულო მოწვევა სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით მესამე პირთა ჩაბმა სასამართლოს უფლებამოსილებაა. ასეთი წესით ჩაბმული მესამე პირები არ სარგებლობენ მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არასავალდებულო წესით საქმეში მესამე პირთა ჩაბმა წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას. აღნიშნული საპროცესო მოქმედების განხორციელებისას სასამართლო აფასებს საქმის გარემოებებს, შესაძლო მესამე პირთა კავშირს სადავო სამართალურთიერთობის მიმართ და მითითებული ფაქტორების გათვალისწინებითა და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, წყვეტს შესაბამისი საპროცესო სტატუსით საქმეში პირთა ჩაბმის საკითხს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა საქმეში ჩვეულებრივი მოწვევის მესამე პირად იმ მეანაბრეთა რეგისტრირებული კავშირის ჩაბმის შესახებ, რომლებიც პირადად ჩაბმულნი არიან სავალდებულო მოწვევის მესამე პირებად.
საქმეში წარმოდგენილი შპს „...“, შპს „დ...“, „ქ...“ ... კავშირის წესდების თანახმად, აღნიშნული კავშირი დაფუძნებულია მეანაბრეთა მიერ და იგი მიზნად ისახავს მეანაბრეთა ინტერესების დაცვას. ანუ იგი მოწოდებულია მეანაბრეთა უფლებების რეალიზაციისა და დაცვისაკენ.
მოცემულ საქმეში მეანაბრეები ჩაბმულნი არიან სავალდებულო მოწვევის მესამე პირებად, შესაბამისად, უდავოა მათი ინტერესის არსებობა მოცემული დავის მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის არსის, მონაწილე მესამე პირთა სიმრავლის, კავშირის მიზნის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას თავიდან უნდა იმსჯელოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად შპს „...“, შპს „დ...“, „ქ...“ ... კავშირის ჩაბმის თაობაზე, რათა უკეთ იქნეს უზრუნველყოფილი მეანაბრეთა უფლებების დაცვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...“, შპს „დ...“, „ქ...“ ... კავშირის თავმჯდომარის - ნ. წ-ის და კავშირის წევრების - ზ. და ლ. ს-ეების, ი. თ-ისა და სხვათა (15 პირი) კერძო და დამატებითი კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით შპს „...“, შპს „დ...“, „ქ...“ ... კავშირის მესამე პირად ჩაბმის საკითხის გადასაწყვეტად საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“, შპს „დ...“, „ქ...“ ... კავშირის თავმჯდომარის - ნ. წ-ის და კავშირის წევრების - ზ. და ლ. ს-ეების, ი. თ-ისა და სხვათა (15 პირი) კერძო და დამატებითი კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით შპს „...“, შპს „დ...“, „ქ...“ ... კავშირის მესამე პირად ჩაბმის საკითხის გადასაწყვეტად საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე