საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
1184აპ.-08 ქ. თბილისი
17 მარტი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის განაჩენზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის განაჩენით ს. ბ. _ დაბადებული .. .. .. წლის .. აპრილს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით და საბოლოოდ მიესაჯა 10 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 21 ივლისიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 8 ათასი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ივლისის განაჩენით შეიცვალა: ს. ბ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 2 თვის ვადით და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ს. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.