Facebook Twitter

ბს-148-146(3კ-15) 23 ივლისი , 2015 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პრეზიდენტის, ს. ა-ის, თ. ქ-ის, ე. ქ-ის და სხვათა (15 პირი) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2014წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ა-მა 15.05.2013 წ. სარჩელით, მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის, ნ. ა-ას, ს. ა-ის, შ. ბ-ის (15 პირი) მიმართ და მოითხოვა, საქართველოს პრეზიდენტის 24.09.2012 წ. N24/09/04 განკარგულების ბათილად ცნობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ. ა-ას, ს. ა-სა, შ. ბ-ას, ა.ბ-ას, ხ.მ-ას და ა.მ-ს შორის დადებული 22.10.2012 წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ი. ა-ს, ქ. ა-ს, ა. კ-ს, რ. ქ-ს, ა.ქ-ას და ე.ქ-ს შორის დადებული 18.10.2012 წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გ. ქ-ას, თ. ქ-ას, ზ. გ-ს შორის 19.10.2012 წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათლად ცნობა, საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში: ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებში და თვითმმართველ ქალაქ რუსთავში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის 18.09.2012 წ. N528 მიმართვის ბათილად ცნობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის მოსარჩელესთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დავალება, 91 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.07.2013 წ. საოქმო განჩინებით ა. ა-ის სასარჩელო განცხადებაზე მარნეულის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის 18.09.2012 N525 მიმართვის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. აგრეთვე არასათანადო მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით და მოპასუხედ განისაზღვრა - სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტო, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.09.2013 წ. გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. ა-ის მიერ.

11.09.2014წ. განცხადებით, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას ა.ა-მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ ითხოვს საქართველოს პრეზიდენტის 24.09.2012 წ. N24/09/04 განკარგულების ბათილად ცნობას იმ ნაწილში, რომელიც საფუძვლად დაედო იჯარით გაცემული სადავო მიწის ნაკვეთის ფიზიკურ პირებზე გასხვისებასა და მათთან ნასყიდობის ხელშკრულებების დადებას. ასევე მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსა და მოპასუხე ფიზიკურ პირებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და ა.ა-ის მოიჯარე ვ.ა-ისა და ტ.ა-ას უფლებამონაცვლედ ცნობა, აგრეთვე მოსარჩელის 28.04.2011წ. განცხადების განხილვა და იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის ა.ა-ის სახელზე დარეგისტრირება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2014 წ. გადაწყვეტილებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.09.2013 წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 24.09.2012 წ. N24.09.04 განკარგულება იმ ნაწილში, როლითაც მოხდა 31 ჰა. მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემა შემდეგი პირებისათვის: ნ. ა-ა, ს. ა-ა, შ. ბ-ა და სხვებზე (15 პირი), ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსა და ფიზიკურ პირებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები შემდეგ მიწის ნაკვეთებზე: ნ. ა-ა (ს/კ ...); ს. ა-ი (ს/კ ...); შ. ბ-ი (ს/კ ...); ა. ბ-ა (ს/კ ...); ხ. მ-ა (ს/კ ...); ა. მ-ი (ს/კ ...); ი. ა-ი (ს/კ ...); ქ. ა-ი (ს/კ ...); ა. კ-ა (ს/კ ...); რ. ქ-ი (ს/კ ...); ა. ქ-ა (ს/კ ...); ე. ქ-ი (ს/კ ...); გ. ქ-ა (ს/კ ...); თ. ქ-ა (ს/კ ...); ზ. გ-ი (ს/კ ...); სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ა. ა-ის 28.04.2011 წ. და 22.02.2013 წ. განცხადებების შესწავლა და საქმის გარემოებათა გამორკვევის საფუძველზე შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2014 წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პრეზიდენტის, ს. ა-ის თ. ქ-ის, ე. ქ-ის და სხვათა (15 პირი) მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პრეზიდენტის, ს. ა-ის, თ. ქ-ის, ე. ქ-ის და სხვათა (15 პირი) საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პრეზიდენტის, ს. ა-ის, თ. ქ-ის, ე. ქ-ის და სხვათა (15 პირი) საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, ბ. ხ-ს (პ.ნ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 02.02.2015წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პრეზიდენტის, ს. ა-ის, თ. ქ-ის, ე. ქ-ის და სხვათა (15 პირი) საკასაციო საჩივარები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2014 წ. გადაწყვეტილება;

3. ბ. ხ-ს (პ.ნ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 02.02.2015წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე