Facebook Twitter

№ბს-675-661(2კ-14) 21 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხე); შპს „…“ (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. ბ-ე

მესამე პირები - ი. და ზ. გ-ები

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 14 ივნისს ნ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა შპს „...“.

მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა მოითხოვა, რომლითაც შპს „...“ საკუთრებაში რეგისტრირებული ფართი (მდებარე ქ. ბათუმი, ... და ... №2-1/ქ. ბათუმი, ... №3; საკადასტრო კოდი: ...), 80.38 კვ.მ. შეიცვლება 62 კვ. მეტრით.

სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 11 ოქტომბრის №0520070173776-03 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობისა და საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც 1972 წლის 28 ივნისის ჩუქების ხელშეკრულებით ქ. ბათუმში, ... და ... №2-1/ქ. ბათუმი, ... №3-ში (საკადასტრო კოდი: ...) ზ. და ი. გ-ების სახელზე რეგისტრირებულია 80.38 კვ.მ. ფართი; ხოლო ზ. და ი. გ-ებს საკუთრებაში რეგისტრირებული დარჩებათ 62 კვ.მ. - 18.38 კვ. მეტრით ნაკლები. ამასთან, მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 21 ნოემბრის №892012112893-03 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც 2012 წლის 21 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს „...“ საკუთრება და ქ. ბათუმში ... და ... № 2-1/ქ. ბათუმი, ... №3-ში (საკადასტრო კოდი: ...) ჩანაწერი 80.38 კვ.მ. ფართი; ხოლო შპს „...“ საკუთრებაში რეგისტრირებული დარჩება 62 კვ.მ.-18.38 კვ. მეტრით ნაკლები. ამდენად, მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ქ. ბათუმი, ... №2-1/ქ. ბათუმი, ... №3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: ...) შესაბამისი ცვლილებების განხორციელება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ზ. გ-ი და ი. გ-ი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება №502007017376-03 (სარეგისტრაციო მოწმობა) ზ. გ-ისა და ი. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (მდებარე - ქ. ბათუმი, ... ქ. №1; არა უმეტეს 18.38 კვ.მ. ფართისა) და ამ ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „...“, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა და ი. და ზ. გ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივნისის განჩინებით ი. გ-ისა და ზ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა გუნუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინებით შპს „...“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „...“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ნოემბრისა და 2015 წლის 6 თებერვლის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის განჩინებით შპს „...“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

საკასაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მხარეებმა გამოხატეს ნება საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მხარეთა შეთანხმების შედეგად შედგენილი 2015 წლის 21 ივლისის მორიგების აქტი, რომელიც ხელმოწერილია კასატორის - შპს „...“ წარმომადგენლის - დ. ჯ-ის, კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლის - სოფიო შამუგიას, მოწინააღმდეგე მხარის - ნ. ბ-ის წარმომადგენლის - თ. ი-ის მიერ, მხარეებმა მოითხოვეს მისი დამტკიცება მორიგების აქტით განსაზღვრული პირობებით.

წარმოდგენილი მორიგების აქტის თანახმად:

„1. მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) მხარე ნ. ბ-ე (პირადი ნომერი: ...) თანახმაა, რომ (კასატორს) შპს „...“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) გადაუხადოს ქ. ბათუმში, ... და ... 2-1/ქ. ბათუმი, ... ქ. 3-ში მდებარე 80,38 კვ.მ. ფართის (საკადასტრო კოდი: ...; მესაკუთრე შპს „...“) გამოსასყიდად 105000 (ას ხუთი ათასი) აშშ დოლარი (ექვივალენტი თანხა ლარში გადახდის დროისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად);

2. მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) მხარე ნ. ბ-ე (პირადი ნომერი ...) კისრულობს ვალდებულებას კასატორს - შპს „...“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) დამატებით გადაუხადოს ქ. ბათუმში, ... და ... 2-1/ქ. ბათუმი, ...ქ. 3-ში მდებარე 80,38 კვ.მ ფართის (საკადასტრო კოდი: ....; მესაკუთრე შპს „...“) გამოსყიდვის შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული (წარმოშობილი) დღგ-ს თანხა, რაც შეადგენს 18900 (თვრამეტი ათას ცხრაასი) აშშ დოლარს (ნ. ბ-ის მიერ დღგ-ს თანხა გადახდილ უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად);

3. მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) მხარე ნ. ბ-ე (პირადი ნომერი: ...) კისრულობს ვალდებულებას, რომ (კასატორს) შპს „...“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) გადაუხადოს ქ. ბათუმში, ... და ... 2-1/ქ. ბათუმი, ... ქ. 3-ში მდებარე 80,38 კვ.მ. ფართის (საკადასტრო კოდი: ...) გამოსასყიდი თანხა 105000 (ას ხუთი ათასი) აშშ დოლარი (ექვივალენტი თანხა ლარში გადახდის დროისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად) და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი ღირებულების გადასახადი 18900 (თვრამეტი ათას ცხრაასი) აშშ დოლარი (ექვივალენტი თანხა ლარში გადახდის დროისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად), საერთო ჯამში 123900 (ას ოცდასამი ათას ცხრაასი) აშშ დოლარი (ექვივალენტი თანხა ლარში გადახდის დროისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად);

4. მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) მხარე ნ. ბ-ე (პირადი ნომერი: ...) კისრულობს ვალდებულებას, რომ (კასატორს) შპს „...“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) 123900 (ას ოცდასამი ათას ცხრაასი) აშშ დოლარი (ექვივალენტი თანხა ლარში გადახდის დროისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად) გადაუხადოს არაუგვიანეს 2015 წლის 7 სექტემბრამდე. მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) მხარე ნ. ბ-ის (პირადი ნომერი: ...) მიერ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, (კასატორს) შპს „...“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) კუთვნილ შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანის/ჩარიცხვის გზით. (კასატორის) შპს „...“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) კუთვნილი საბანკო ანგარიშია: სს „თ...“, ბანკის კოდი: ...; ანგარიშის ნომერი: ...; მიმღები: შპს „...“; ან სს „ს...“; ბანკის კოდი: ....; ანგარიშის ნომერი:...; მიმღები: შპს „...“; იმ შემთხვევაში, თუ (მოწინააღმდეგე მხარის) ნ. ბ-ის მიერ არ იქნება თანხის გადახდის ვალდებულება შესრულებული წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ან/და არაჯეროვნად იქნება შესრულებული, მხარეები თანხმდებიან, რომ შეწყდება კასატორის ვალდებულება წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული კასატორის საკუთრებაში არსებული ფართის გადაცემის თაობაზე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის მიერ ფაქტობრივად გადახდილი თანხები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (ლარებში) დაუბრუნდება უკან, მოწინააღმდეგე მხარის (ნ. ბ-ის) მიერ თანხის გადახდისათვის მორიგების აქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში;

5. (კასატორი) შპს „...“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) იღებს ვალდებულებას, რომ (მოწინააღმდეგე მხარე) ნ. ბ-ის (პირადი ნომერი: ...) მიერ (კასატორისათვის) შპს „...“ წინამდებარე მორიგების აქტის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში (არა უგვიანეს 2015 წლის 7 სექტემბრამდე) 123900 (ას ოცდასამი ათას ცხრაასი) აშშ დოლარი (ექვივალენტი თანხა ლარში გადახდის დროისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად) სრულად გადახდის შემდგომ 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში საკუთრებაში გადაუფორმოს ნ. ბ-ეს მის (კასატორის) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, ... და ... 2-1/ქ. ბათუმი, ... ქ. 3, საკადასტრო კოდი ...; ფართი 80,38 კვ.მ.;

6. წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებით შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის (3-228/13) წარმოება;

7. მხარეებისათვის ცნობილია, რომ მორიგების აქტის დამტკიცების შემდგომ დაუშვებელია იმავე მხარეებს შორის იმავე საგანსა და იმავე საფუძვლით ხელახლა სასარჩელო წესით სასამართლოსათვის მიმართვა (დავის წარმოება);

8. მორიგების აქტი შედგენილია მხარეთა სურვილით, გამოხატავს მათ თავისუფალ ნებას, რასაც მხარეები ადასტურებენ მორიგების აქტზე ხელის მოწერით“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს მხარეებს - შპს „...“, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურსა და ნ. ბ-ეს შორის მორიგება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას მხარეთა მორიგების შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხსენებული მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და ნ. ბ-ის სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კასატორის - შპს „...“ წარმომადგენელს - დ. ჯ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2014 წლის 4 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2015 წლის 27 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს მხარეებს - შპს „...“, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურსა და ნ. ბ-ეს შორის 2015 წლის 21 ივლისს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:

„1. მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) მხარე ნ. ბ-ე (პირადი ნომერი: ...) თანახმაა, რომ (კასატორს) შპს „...“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) გადაუხადოს ქ. ბათუმში, ... და ... 2-1/ქ. ბათუმი, ... ქ. 3-ში მდებარე 80,38 კვ.მ. ფართის (საკადასტრო კოდი: ...; მესაკუთრე შპს „...“) გამოსასყიდად 105000 (ას ხუთი ათასი) აშშ დოლარი (ექვივალენტი თანხა ლარში გადახდის დროისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად);

2. მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) მხარე ნ. ბ-ე (პირადი ნომერი ...) კისრულობს ვალდებულებას კასატორს - შპს „...“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) დამატებით გადაუხადოს ქ. ბათუმში, ... და ... 2-1/ქ. ბათუმი, ... ქ. 3-ში მდებარე 80,38 კვ.მ ფართის (საკადასტრო კოდი: ...; მესაკუთრე შპს „...“) გამოსყიდვის შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული (წარმოშობილი) დღგ-ს თანხა, რაც შეადგენს 18900 (თვრამეტი ათას ცხრაასი) აშშ დოლარს (ნ. ბ-ის მიერ დღგ-ს თანხა გადახდილ უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დროისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად);

3. მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) მხარე ნ. ბ-ე (პირადი ნომერი: ...) კისრულობს ვალდებულებას, რომ (კასატორს) შპს „...“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) გადაუხადოს ქ. ბათუმში, ... და ... 2-1/ქ. ბათუმი, ... ქ. 3-ში მდებარე 80,38 კვ.მ. ფართის (საკადასტრო კოდი: ...) გამოსასყიდი თანხა 105000 (ას ხუთი ათასი) აშშ დოლარი (ექვივალენტი თანხა ლარში გადახდის დროისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად) და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი ღირებულების გადასახადი 18900 (თვრამეტი ათას ცხრაასი) აშშ დოლარი (ექვივალენტი თანხა ლარში გადახდის დროისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად), საერთო ჯამში 123900 (ას ოცდასამი ათას ცხრაასი) აშშ დოლარი (ექვივალენტი თანხა ლარში გადახდის დროისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად);

4. მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) მხარე ნ. ბ-ე (პირადი ნომერი: ...) კისრულობს ვალდებულებას, რომ (კასატორს) შპს „...“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 445390443) 123900 (ას ოცდასამი ათას ცხრაასი) აშშ დოლარი (ექვივალენტი თანხა ლარში გადახდის დროისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად) გადაუხადოს არაუგვიანეს 2015 წლის 7 სექტემბრამდე. მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) მხარე ნ. ბ-ის (პირადი ნომერი: ...) მიერ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, (კასატორს)„...“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) კუთვნილ შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანის/ჩარიცხვის გზით. (კასატორის) შპს „...“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) კუთვნილი საბანკო ანგარიშია: სს „თ...“, ბანკის კოდი: ...; ანგარიშის ნომერი: ...; მიმღები: შპს „...“; ან სს „ს...“; ბანკის კოდი: ...; ანგარიშის ნომერი:...; მიმღები: შპს „...“ ; იმ შემთხვევაში, თუ (მოწინააღმდეგე მხარის) ნ. ბ-ის მიერ არ იქნება თანხის გადახდის ვალდებულება შესრულებული წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ან/და არაჯეროვნად იქნება შესრულებული, მხარეები თანხმდებიან, რომ შეწყდება კასატორის ვალდებულება წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული კასატორის საკუთრებაში არსებული ფართის გადაცემის თაობაზე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის მიერ ფაქტობრივად გადახდილი თანხები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (ლარებში) დაუბრუნდება უკან, მოწინააღმდეგე მხარის (ნ. ბ-ის) მიერ თანხის გადახდისათვის მორიგების აქტით გათვალისწინებულ ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში;

5. (კასატორი) შპს „...“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) იღებს ვალდებულებას, რომ (მოწინააღმდეგე მხარე) ნ. ბ-ის (პირადი ნომერი: ...) მიერ (კასატორისათვის) შპს „...“ წინამდებარე მორიგების აქტის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში (არა უგვიანეს 2015 წლის 7 სექტემბრამდე) 123900 (ას ოცდასამი ათას ცხრაასი) აშშ დოლარი (ექვივალენტი თანხა ლარში გადახდის დროისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად) სრულად გადახდის შემდგომ 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში საკუთრებაში გადაუფორმოს ნ. ბ-ეს მის (კასატორის) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, ... და ... 2-1/ქ. ბათუმი, ... ქ. 3, საკადასტრო კოდი ...; ფართი 80,38 კვ.მ.;

6. წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებით შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის (3-228/13) წარმოება;

7. მხარეებისათვის ცნობილია, რომ მორიგების აქტის დამტკიცების შემდგომ დაუშვებელია იმავე მხარეებს შორის იმავე საგანსა და იმავე საფუძვლით ხელახლა სასარჩელო წესით სასამართლოსათვის მიმართვა (დავის წარმოება);

8. მორიგების აქტი შედგენილია მხარეთა სურვილით, გამოხატავს მათ თავისუფალ ნებას, რასაც მხარეები ადასტურებენ მორიგების აქტზე ხელის მოწერით“.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. ნ. ბ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება;

4. კასატორის - შპს „...“ წარმომადგენელს - დ. ჯ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2014 წლის 4 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი;

5. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2015 წლის 27 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე