Facebook Twitter

საქმე ბს-218-214(2k-15) 29 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბ. ტ-ემ 2013 წლის 18 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 12 ნოემბრის №892012087777-03 გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 12 ნოემბრის №892012087707-03 გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 19 დეკემბრის №197363 გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 13 აპრილს №810609526 განაცხადით განხორციელებული რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №...; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 13 აპრილს №810609525 განაცხადით განხორციელებული რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №...; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 7 აპრილს №810604278 განაცხადით განხორციელებული პირველადი რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №...; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 7 აპრილს №810604279 განაცხადით განხორციელებული პირველადი რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №...; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის

17 დეკემბრის №012007196044-06 გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 13 დეკემბრის №012007196042-03 გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 3 ოქტომბრის №882012953196-03 გადაწყვეტილება №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გაერთიანების ნაწილში; (სასარჩელო მოთხოვნები დაზუსტდა 2013 წლის 19 სექტემბრის მოსამზადებელ სხდომაზე).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 მაისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ს. ნ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ საჯარო რეესტრის

ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 ნოემბრის №892012087777-03 გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 ნოემბრის №892012087707-03 გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 19 დეკემბრის №197363 გადაწყვეტილება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელების დავალდებულების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თმის ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 13 აპრილს №810609526 განაცხადით განხორციელებული რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №...; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 13 აპრილს №810609525 განაცხადით განხორციელებული რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №....; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 7 აპრილს №810604278 განაცხადით განხორციელებული პირველადი რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №....; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 7 აპრილს №810604279 განაცხადით განხორციელებული პირველადი რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით №...; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 17 დეკემბრის №012007196044-06 გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 13 დეკემბრის №012007196042-03 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 3 ოქტომბრის №882012953196-03 გადაწყვეტილება №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გაერთიანების ნაწილში და დაევალოს მოპასუხეს გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ს. ნ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ს. ნ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ს. ნ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 22 მაისის განჩინებით განუხილველი დარჩა ს. ნ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეათა პალატის 2015 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოცემულ საქმეზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი – 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70 % _ 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 თებერვლის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (საიდენტიფიკაციო კოდი: 202238621) 2015 წლის 27 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე