Facebook Twitter

ბს-588-575(კ-14) 17 სექტემბერი,2015 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ.ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2014წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ.ა-ემ 14.08.2013წ. სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს მრავალდარგიანი ფირმა ,,...“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხონის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ხონის სარეგისტრაციო სამსახურის 03.08.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელემ აგრეთვე იშუამდგომლა შპს ,,...“ კუთვნილ, ხონში, ... ქ. =12-ში მდებარე უძრავი ქონების დაყადაღებაზე.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 14.08.2013წ. განჩინებით ნ.ა-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა , ყადაღა დაედო ქ.ხონში, ... ქ. =12-ში მდებარე შპს მრავალდარგოვანი ფირმა ,,...“ სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას: აივანს (სართული 2, 90,43 კვ.მ) და საქვაბეს (სართული 1, 13,63კვ.მ.).

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 23.01.2014წ. გადაწყვეტილებით ნ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 14.08.2013წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ.ა-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2014წ. განჩინებით ნ.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 23.01.2014წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ.ა-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2014წ. განჩინებით ნ.ა-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე სასამართლოს 20.11.2014წ. განჩინებით მოსამართლემ განაცხადა თვითაცილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ა-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ.ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, ნ. ა-ეს (პ.ნ....) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.10.2014წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2014წ. განჩინება;

3. ნ. ა-ეს (პ.ნ....) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.10.2014წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე