ბს-130-128(2კ-15) 08 ოქტომბერი, 2015 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ე. ჩ-ის, დ.ჩ-ის, გ.ჩ-ის და თ.გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2014 წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ჩ-ემ, დ.ჩ-ემ, გ.ჩ-ემ და თ.გ-მა 28.03.2013წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.2012წ. №892012140538-03 გადაწყვეტილება, დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაარეგისტრიროს სს ,,...” მიმართ გაუქმებული რეგისტრირებული ვალდებულება, კერძოდ, ქ. თბილისში, ... გამზ. №100-ში მდებარე 150.66 კვ.მ.-ზე 14.05.2008წ. ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.5 ქვეპუნქტიდან გამომდინარე ვალდებულება ე.ჩ-ისათვის ამავე ტერიტორიაზე ასაშენებელ მრავალფუნქციურ კომპლექსში 200 კვ.მ. ფართის (მათ შორის 100 კვ.მ. სავაჭრო ფართი მე-2 სართულზე, 100 კვ.მ. საოფისე ფართი) გადაცემის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.2012წ. №892012140524-03 გადაწყვეტილება, დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაარეგისტრიროს სს ,,...” მიმართ გაუქმებული რეგისტრირებული ვალდებულება, კერძოდ, ქ. თბილისში, ... გამზ. №100-ში მდებარე 407.04 კვ.მ.-ზე 14.05.2008წ. ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.5 ქვეპუნქტიდან გამომდინარე ვალდებულება დ. ჩ-ისათვის ამავე ტერიტორიაზე ასაშენებელ მრავალფუნქციურ კომპლექსში 400 კვ.მ. ფართის, მათ შორის 250 კვ.მ. სავაჭრო ფართის (100 კვ.მ. პირველ სართულზე, 150 კვ.მ. მე-2 სართულზე) და 150 კვ.მ. საოფისე ფართის გადაცემის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.2012წ. №892012143222-03 გადაწყვეტილება, დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაარეგისტრიროს სს ,,...“ მიმართ გაუქმებული რეგისტრირებული ვალდებულება, კერძოდ, ქ. თბილისში, ... გამზ. №100-ში მდებარე 99.82 კვ.მ.-ზე 14.05.2008წ. ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.5 ქვეპუნქტიდან გამომდინარე ვალდებულება გ. ჩ-ისათვის ამავე ტერიტორიაზე ასაშენებელ მრავალფუნქციურ კომპლექსში 50 კვ.მ. სავაჭრო და 50 კვ.მ. საოფისე ფართის გადაცემის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 11.12.2012წ. №892012143224-03 გადაწყვეტილება, დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაარეგისტრიროს სს ,,...“ მიმართ გაუქმებული რეგისტრირებული ვალდებულება, კერძოდ, ქ. თბილისში, ... გამზ. №96/22-ში მდებარე 463 კვ.მ.-ზე 14.05.2008წ. ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.5 ქვეპუნქტიდან გამომდინარე ვალდებულება თ. გ-ისათვის ამავე ტერიტორიაზე ასაშენებელ მრავალფუნქციურ კომპლექსში პირველ სართულზე 100 კვ.მ. სავაჭრო ფართის გადაცემის შესახებ.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირად ჩაერთო სს ,,...".
თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.11.2013წ. გადაწყვეტილებით ე. ჩ-ის, დ.ჩ-ის, გ.ჩ-ის და თ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. ჩ-ის, დ.ჩ-ის, გ.ჩ-ის და თ.გ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2014წ. განჩინებით ე. ჩ-ის, დ.ჩ-ის, გ.ჩ-ის და თ.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ე. ჩ-ის, დ.ჩ-ის, გ.ჩ-ის და თ.გ-ის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ჩ-ის, დ.ჩ-ის, გ.ჩ-ის და თ.გ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ე. ჩ-ის, დ.ჩ-ის, გ.ჩ-ის და თ.გ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, ნ. ე-ას (პ.ნ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.02.2015წ. №121 და 10.02.2015წ. №121 საგადახდო დავალებებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 600 ლარიდან - 510 ლარი (ზედმეტად გადახდილი 300 ლარი + სახელმწიფო ბაჟის -300 ლარის 70% - 210 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ჩ-ის, დ.ჩ-ის, გ.ჩ-ის და თ.გ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2014წ. განჩინება;
3. ნ. ე-ას (პ.ნ. ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.02.2015წ. №121 (გადასახადის გადამხდელი: თ. გ-ი, გადახდილია 300 ლარი) და 10.02.2015წ. №121 (გადასახადის გადამხდელი:დ. ჩ-ე, გადახდილია 300 ლარი) საგადახდო დავალებებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 600 ლარიდან - 510 ლარი (ზედმეტად გადახდილი 300 ლარი + სახელმწიფო ბაჟის -300 ლარის 70% - 210 ლარი);
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ.მურუსიძე
მ.ვაჩაძე