საქმე №ბს-426-419(კ-15) 29 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება სარჩელის გამოხმობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, შპს „ნ...“, ლ. კ-ის, უ. კ-ისა და შპს „...“ უძრავ-მოძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო შპს „ნ...“ (ს/კ ...) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. მცხეთა, სოფ. ... (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №... ფართობი 44 578 კვ.მ); შპს „ნ...“ წილებს შემდეგ საწარმოებში: შპს „ნი...“ (ს/კ ...) – 50 %; შპს „ლ...“ (ს/კ ...) – 100%; შპს „გ...“ (ს/ნ ...) – 100 %; ასევე ყადაღა დაედო საბანკო დაწესებულებებში (სს „...“, სს „ლ...“, სს „ბ...“, სს „პ...“, სს „კ...“, სს „თ...“, სს „ს...“) გახსნილ შპს „ნ...“ საბანკო ანგარიშებს; შპს „ნ...“ მოძრავ ქონებას, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებებს; ყადაღა დაედო ლ. კ-ის (პირადი ნომერი ...) მოძრავ ქონებას (საბანკო ანგარიშების გარდა), მათ შორის წილებს შემდეგ საწარმოებში: შპს „ნ...“ (ს/კ 205026559) – 70%; შპს „ბ...“ (ს/კ ...) – 50%; შპს „მ...“ (ს/კ ...) - 50%; შპს „უ...“ (ს/კ ...) 28%; ყადაღა დაედო უ. კ-ის (პირადი ნომერი ...) სახელზე რიცხულ, ქ. თბილისში, ... მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე შემდეგ უძრავ ქონებას: 500 კვ.მ. ფართის ქონება (საკადასტრო კოდი ...); დაზუსტებული ფართი - 600 კვ.მ.; შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 210,59 კვ.მ. (საკადასტრო კოდი ...); ყადაღა დაედო უ. კ-ის მოძრავ ქონებას (საბანკო ანგარიშების გარდა) და წილებს შემდეგ საწარმოებში: შპს „ბ...“ (ს/კ ...) - 10%; შპს „კ...“ (ს/კ ...) - 50%; შპს „...“ (ს/კ ...) – 22.5%; შპს „ბ...“ (ს/კ ...) – 57%; შპს „ა...“ (ს/კ ...) - 40%; ასევე კუთვნილ წილებს შპს „უ...“ (ს/კ ...) და შპს „ჯ...“ (ს/კ ...); ყადაღა დაედო უ. კ-ის სახელზე რიცხულ „CHURCHILL POMP-ის“ მარკის გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღს (ნომერი ...) და „NAGAN-ის“ მარკის ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღს (ნომერი ...); ყადაღა დაედო უ. კ-ის სახელზე რიცხულ ორ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას; ასევე შპს „...“ სახელზე რიცხულ, მცხეთა, სოფ. ... მდებარე შემდეგ უძრავ ქონებას: (ფართი 14617 კვ.მ.) (საკადასტრო კოდი ...); (ფართი 32000 კვ.მ.), (საკადასტრო კოდი ...); (ფართი 9656 კვ.მ.) (საკადასტრო კოდი ...); (ფართი 420 კვ.მ.) (საკადასტრო კოდი ...); ყადაღა დაედო შპს „...“ მოძრავ ქონებას (საბანკო ანგარიშების გარდა), მათ შორის 12 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას.
2013 წლის 8 იანვარს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - შპს „ნ...“, ლ. კ-ის, უ. კ-ისა და შპს „...“ მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 იანვრისა და 11 თებერვლის განჩინებებით ასევე დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და ყადაღა დაედო შპს „...“ სახელზე რიცხულ, მცხეთა, სოფ. ... მდებარე შემდეგ უძრავ ქონებას: (ფართი 45039 კვ.მ.) (საკადასტრო კოდი ...); (ფართი 100 კვ.მ.) (საკადასტრო კოდი ...).
მოსარჩელემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოელგიას და 2013 წლის 3 და 17 იანვრის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება ამავე სასამართლოს 2013 წლის 3 და 17 იანვრის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლაზე არ დაკმაყოფილდა.
სსიპ შემოსავლების სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა და აღნიშნული განჩინების გაუქმებით შპს „...“ სამეწარმეო საქმიანობისთვის აუცილებელ ნედლეულზე, სარეალიზაციო მზა პროდუქციასა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ყადაღის მოხსნა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის22 მაისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი განჩინება; სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ყადაღა მოეხსნა შპს „...“ მოძრავ ქონებას - სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელ ნედლეულს, მზა პროდუქციასა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხეების - შპს „ნ...“, ლ. კ-ის, უ. კ-ისა და შპს „...“ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ნ...“, შპს „...“, ლ. და უ. კ-ეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარსი თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ჩ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ნ...“, ლ. კ-ის, უ. კ-ისა და შპს „...“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება; მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
2015 წლის 15 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის გამოხმობის შესახებ იშუამდგომლა.
მოწინააღმდეგე მხარეების - შპს „ნ...“, შპს „...“, ლ. და უ. კ-ეების, ასევე საქმეში მესამე პირად ჩაბმული მ. ჩ-ის წარმომადგენლები დაეთანხმნენ კასატორის შუამდგომლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებთა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო ინსტანციაში სარჩელის გამოხმობისათვის აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა, კერძოდ, მოსარჩელის შუამდგომლობა და მოპასუხის თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია მოსარჩელის - სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე, რომელსაც მოპასუხეების წარმომადგენლები წერილობით დაეთანხმნენ.
ამდენად, არ არსებობს შუამდგომლობის ავტორისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებები და სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 თებერვლისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებები;
3. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხეების - შპს „ნ...“, ლ. კ-ის, უ. კ-ისა და შპს „,,,“ მიმართ, მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი