Facebook Twitter

Nბს-541-534 (კ-15) 20 ოქტომბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ. გ-ი, ა. მ-ი, მ. მ-ი, ლ. მ-ი (მოსარჩელეები)

მოპასუხეები - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ახალგორის რწმუნებული

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - დევნილის სტატუსის ჩამორთმევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. გ-მა, ა. მ-მა, მ. მ-მა, ლ. მ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის, ა. მ-ის, მ. მ-ის, ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 11 ნოემბრის №772 ბრძანება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 11 ნოემბრის №773 ბრძანებასაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 11 ნოემბრის №774 ბრძანებასაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის 11 ნოემბრის №775 ბრძანება, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 7 ოქტომბრის №2-0879 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ახალგორის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 02 ოქტომბრის №76 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეებს დაევალათ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცენ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტები

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

აღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2125 მუხლში 2015 წლის 17 ივლისს შეტანილი ცვლილების შესაბამისად, ლტოლვილის სტატუსის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან, შეწყვეტასთან ან გაუქმებასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებულ დავებზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. აღნიშნული კანონი ძალაში 2015 წლის 29 ივლისს შევიდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები), ხოლო ამავე კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, იხელმძღვანელოს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით, თუ კასაციის თავი სპეციალურ დებულებებს არ შეიცავს.

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი ადმინისტრაციული საქმე საკასაციო სასამართლოში 2015 წლის 22 ივლისსაა შემოსული, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2125 მუხლის თანახმად, ამ ტიპის დავებზე საკასაციო საჩივარი აღარ დაიშვება, ამდენად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2125 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე