Nბს-549-542 (კ-2კს-15 ) 27 ოქტომბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ. ა-ე, მ. მ-ი, ზ. ქ-ე, ვ. ც-ე, თ. ს-ე (მოსარჩელეები)
წარმომადგენელი - ი. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
მესამე პირები - გ. გ-ი, ვ. ჭ-ი, მ. ს-ე, ვ. ჩ-ი, გ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის, 23 მარტის და 18 მაისის განჩინებები
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
13.08.2014 წელს ნ. ა-ემ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ ასამართლოს, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ამგებლის 2014 წლის 14 ივლისის №2/672 ბრძანება; 2. დაევალოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ნ. ა-ის ყოფილი სამსახურის ტოლფას სამსახურში აღდგენა; 3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს ყოფილი თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს გადახდა .
13.08.2014 წელს მ. მ-მა სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1. დაეკისროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შტატით გათვალისწინებული თანამდებობის გაუქმების გამო სამსახურიდან გათავისუფლებული მ. მ-ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდა, 2000 ლარის ოდენობით; 2. დაეკისროს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მ. მ-ის სასარგებლოდ მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს 500 ლარის გადახდა.
13.08.2014 წელს ზ. ქ-ემ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1. დაეკისროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შტატით გათვალისწინებული თანამდებობის გაუქმების გამო სამსახურიდან გათავისუფლებული ზ. ქ-ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდა, 2000 ლარის ოდენობით; 2. დაეკისროს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ზ. ქ-ის სასარგებლოდ მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს 500 ლარის გადახდა.
13.08.2014 წელს თ. ს-ემ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ მოსარჩელემ მოითხოვა: 1. დაეკისროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შტატით გათვალისწინებული თანამდებობის გაუქმების გამო სამსახურიდან გათავისუფლებული თ. ს-ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდა, 2000 ლარის ოდენობით; 2. დაეკისროს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას თ. ს-ის სასარგებლოდ მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს 500 ლარის გადახდა.
13.08.2014 წელს ვ. ც-ემ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1. დაეკისროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, შტატით გათვალისწინებული თანამდებობის გაუქმების გამო სამსახურიდან გათავისუფლებული ვ. ც-ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდა, 2000 ლარის ოდენობით; 2. დაეკისროს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ვ. ც-ის სასარგებლოდ მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს 500 ლარის გადახდა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ნ. ა-ის, მ. მ-ის და ზ. ქ-ის ადმინისტრაციული საქმე განსჯადობით გადაეგზავნა ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ვ. ც-ის და თ. ს-ის ადმინისტრაციული საქმე განსჯადობით გადაეგზავნა ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოს;
2014 წლის 17 ნოემბერს ნ. ა-ემ, მ. მ-მა, ზ. ქ-ემ, ვ. ც-ემ და თ. ს-ემ შუამდგომლობით მომართეს ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნების გაზრდისა და საქმეთა გაერთიანების შესახებ.
ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმე №3/11 -14- ვ. ც-ის და თ. ს-ის სარჩელი, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ადმინისტრაციული საქმე №3/2-14 - მ. მ-ის სარჩელი, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. ადმინისტრაციული საქმე №3/3-14 - ზ. ქ-ის სარჩელი, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ადმინისტრაციული საქმე №3/1-14 - ნ. ა-ის სარჩელი, მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ გ. გ-ი, აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის გამგებლის წარმომადგენლის მ/ შემსრულებელი; ვ. ჭ-ი - მაწიმის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის გამგებლის წარმომადგენლის მ/შემსრულებელი; მ. ს-ე- ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის გამგებლის წარმომადგენლის მ/შემსრულებელი; ვ. ჩ-ი- ბაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის გამგებლის წარმომადგენლის მ/ შემსრულებელი; გ. ბ-ი - ვარდისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის გამგებლის წარმომადგენლის მ/ შემსრულებელი
მოსარჩელეებმა საქმის წარმოების განმავლობაში რამდენჯერმე დააზუსტეს მოთხოვნა და საბოლოოდ, 2014 წლის 17 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა შემდეგნაირად ჩამოაყალიბეს:
ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი ,,ნ. ა-ის ( ზ. ქ-ის, მ. მ-ის ვ. ც-ის, თ. ს-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის- რწმუნებულის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის #2/671, #2/664, #2/667, # 2/662 და # 2/660 ბრძანებები. მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ დაუყოვნებლივ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობებზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ერთეულებში; დაეკისროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეების სასარგებლოდ ხელფასის ანაზღაურება მათი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდისათვის გათავისუფლების ბრძანებების მოსარჩელეებისათვის ოფიციალურად ჩაბარების მომენტამდე. დაეკისროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეების სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მათი თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნას მიქცეული მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება, მოსარჩელეების გადაუდებელი კანონიერი ინტერესის არსებობისა და მნიშვნელოვანი სოციალური ზიანის თავიდან აცილების მიზნით; დაეკისროს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას პროცესის ხარჯის- თითოეული მოსარჩელის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენის ხარჯის-12 ლარის, სულ 60 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელეების სასარგებლოდ. დაეკისროს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას პროცესის ხარჯის - ადვოკატის დახმარებისათვის მოსარჩელე ნ. ა-ის სასარგებლოდ-2000 ლარის, ზ. ქ-ის სასარგებლოდ-2000 ლარის, მ. მ-ის სასარგებლოდ- 2000 ლარის, ვ. ც-ის სასარგებლოდ -2000 ლარის, თ. ს-ის სასარგებლოდ-2000 ლარის ანაზღაურება. დაეკისროს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას პროცესის ხარჯის- მოსარჩელეების მიერ მგზავრობისთვის გაწეული ხარჯის 40 ლარის ანაზღაურება, რომელიც სასამართლო სხდომის გადადების შემთხვევაში გაიზრდება. ( ტ 1, ს.ფ. 205 ) მოსარჩელეებმა 2014 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე გაზარდეს მე-8 სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს პროცესის ხარჯის- სასამართლოგარეშე ხარჯის სახით მგზავრობისთვის გაწეული ხარჯის- 60 ლარის მოსარჩელებისათვის ანაზღაურება.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის №2/671 ბრძანება ,,ლაგოდეხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის აფენის თემში - ნ. ა-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ და დაევალა მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით; 1.2. ნ. ა-ის სარჩელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 12 დღის ხელფასის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით ნ. ა-ის სასარგებლოდ; 1.3. ნ. ა-ის სარჩელი სასამართლოსგარეშე ხარჯის - სანოტარო აქტის შედგენის ხარჯის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა 12 ლარის გადახდა ნ. ა-ის სასარგებლოდ; 2. მ. მ-ის სარჩელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის №2/667 ბრძანება ,,ლაგოდეხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ბაისუბნის თემში - მ. მ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ და დაევალა მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით; 1.2. მ. მ-ის სარჩელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 12 დღის ხელფასის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით მ. მ-ის სასარგებლოდ; 2.3. მ. მ-ის სარჩელი სასამართლოსგარეშე ხარჯის - სანოტარო აქტის შედგენის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა 12 ლარის გადახდა მ. მ-ის სასარგებლოდ; 3. თ. ს-ის სარჩელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 3.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის №2/662 ბრძანება ,,ლაგოდეხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ნინიგორის თემში - თ. ს-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ და დაევალა მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით; 3.2. თ. ს-ის სარჩელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 12 დღის ხელფასის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით თ. ს-ის სასარგებლოდ; 3.3. თ. ს-ის სარჩელი სასამართლოსგარეშე ხარჯის - სანოტარო აქტის შედგენის ხარჯის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა 12 ლარის გადახდა თ. ს-ის სასარგებლოდ; 4. ვ. ც-ის სარჩელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 4.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის №2/660 ბრძანება ,,ლაგოდეხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მაწიმის თემში-ვ. ც-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ და დაევალა მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით; 4.2. ვ. ც-ის სარჩელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 12 დღის ხელფასის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით ვ. ც-ის სასარგებლოდ; 4.3. ვ. ც-ის სარჩელი სასამართლოსგარეშე ხარჯის - სანოტარო აქტის შედგენის ხარჯის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა 12 ლარის გადახდა ვ. ც-ის სასარგებლოდ; 5. ზ. ქ-ის სარჩელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 5.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის №2/664 ბრძანება ,,ლაგოდეხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ვარდისუბანის თემში - ზ. ქ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ და დაევალა მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით; 5.2. ზ. ქ-ის სარჩელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 12 დღის ხელფასის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით ზ. ქ-ის სასარგებლოდ; 5.3. ზ. ქ-ის სარჩელი სასამართლოსგარეშე ხარჯის - სანოტარო აქტის შედგენის ხარჯის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა 12 ლარის გადახდა ზ. ქ-ის სასარგებლოდ; 6. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეების ნ. ა-ის, მ. მ-ის, ზ. ქ-ის, ვ. ც-ის და თ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა ტრანსპორტის ხარჯების - 60 ლარის გადახდა; მოსარჩელეების ნ. ა-ის, მ. მ-ის, ზ. ქ-ის, ვ. ც-ის და თ. ს-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით ნ. ა-ის და სხვების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორები ასევე ასაჩივრებენ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების განჩინებას (რომლითაც არ დადგინდა საქმის განხილვა დაჩქარებული წესით) და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადების შესახებ განჩინებას.
კასატორების მტკიცებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ნ. ა-ის და სხვების საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-ის და სხვების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ნ. ა-ის და სხვების საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ა-ის, მ. მ-ის, ზ. ქ-ის, ვ. ც-ის, თ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის, 23 მარტის და 18 მაისის განჩინებები; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე