საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹1458აპ-08 ქ. თბილისი
30 აპრილი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. შ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 ივლისის განაჩენით შ. შ-ა, _ დაბადებული ... წლის ., ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით, ხოლო 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და შ. შ-ს მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულს დაზარალებული ორგანიზაციის სასარგებლოდ დაეკისრა 31060 ლარის გადახდა. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 20 დეკემბრიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული განაჩენი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: შ. შ-ს საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ შ. შ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.