№ბს-3-1153-1(ბ-15) 15 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ გ.ს-ის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი.
გ.ს-მა 10.06.15წ. განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას საკასაციო სასამართლოს 14.05.2008წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
10.07.2015წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ.ს-ის განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის და 427.1 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რამდენადაც განცხადებაზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებას საჭიროებდა განცხადების კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში შემოტანის ფაქტი, რის გამოც მითითებული განჩინებით განმცხადებელს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში ხარვეზის შევსება და საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენა, ასევე იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომ განცხადება შემოტანილია კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება დარჩებოდა განუხილველი.
29.07.2015წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა გ.ს-მა და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, თუმცა არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ განცხადება შემოტანილია კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2015წ. განჩინებით გ.ს-ს გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ხარვეზის შესახებ 10.07.2015წ. განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 7 დღით. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 30.07.2015წ. განჩინება გ.ს-ს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად - 10.08.2015. განმცხადებელს ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ შვიდდღიან ვადაში საკასაციო სასამართლოსათვის განცხადებით არ მოუმართავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განმცხადებელმა ხარვეზის შევსებისთის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გ.ს-ის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დატოვებულ უნდა იქნას განუხილველად. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებელ გ.ს-ს უნდა დაუბრუნდეს განცხადებაზე მის მიერ 28.07.2015წ. =7562771 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ს-ის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. გ. ს-ს (პ.ნ....) დაუბრუნდეს განცხადებაზე მის მიერ 28.07.2015წ. =7562771 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ.ვაჩაძე