Facebook Twitter

ბს-133-131 (კ-15) 05 ნოემბერი, 2015 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა.მ-ის და ო.ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2014წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა.მ-ემ 11.08.2014წ. სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის ა.მ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 14.07.2014წ. N564 ბრძანების ბათილად ცნობის, ა.მ-ის თანამდებობაზე აღდგენის და ა.მ-ის სასარგებლოდ მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

ო.ლ-ემ 13.08.2014წ. სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 14.07.2014წ. N563 ბრძანების ბათილად ცნობის, ო. ლ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და ო.ლ-ის სასარგებლოდ მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 03.09.2014წ. განჩინებით ა.მ-ის და ო.ლ-ის სარჩელი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე გაერთიანდა ერთ წარმოებად.

დავის ხაშურის რაიონული სასამართლოში განხილვისას 16.09.2014წ. მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და მოითხოვეს მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება თვეში 1000 ლარის ოდენობით გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის განმავლობაში; საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ.ც...ე და კ...ე.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 30.09.2014წ. გადაწყვეტილებით ა.მ-ის და ო.ლ-ის სარჩელები არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა.მ-ის და ო.ლ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2014წ. განჩინებით ა.მ-ის და ო.ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ა.მ-ის და ო.ლ-ის მიერ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორებმა ასევე მოითხოვეს საქმის წარმოების შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ო.ლ-ის საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.მ-ის და ო.ლ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა.მ-ის და ო.ლ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.მ-ის და ო.ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2014წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე