Facebook Twitter

#ბს-145-143(კ-15) 05 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის გ.თაბუაშვილის განცხადება სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარჩელო განცხადების გამოხმობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

27.12.12წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლითაც სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, შპს „ნ...“, ლ. კ-ის, ნ. ტ-ისა და შპს „ვ...“ უძრავ-მოძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.01.2013წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო შპს „ნ... “ (ს/კ...) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. მცხეთა, სოფ. ... (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №... ფართობი 44 578 კვ.მ); შპს „ნ... “ წილებს შემდეგ საწარმოებში: შპს „ნი... “ (ს/კ...) – 50 %; შპს „ლ... “ (ს/კ...) – 100%; შპს „გ... “ (ს/ნ...) – 100 %; ასევე ყადაღა დაედო საბანკო დაწესებულებებში (სს „ბ... “, სს „ლ... “, სს „ბ... “, სს „პ... “, სს „კ... “, სს „თ... “, სს „ს... “) გახსნილ შპს „ნ... “ საბანკო ანგარიშებს; შპს „ნ... “ მოძრავ ქონებას, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებებს (302 ერთეული); ყადაღა დაედო ლ. კ-ის (პირადი №...) მოძრავ ქონებას (საბანკო ანგარიშების გარდა) მათ შორის წილებს შემდეგ საწარმოებში: შპს „ნ... “ (ს/კ...) – 70%; შპს „ბ... “ (ს/კ...) – 50%; შპს „მ... “ (ს/კ...) - 50%; შპს „უ... “ (ს/კ...) – 28%; ყადაღა დაედო ნ. ტ-ის (პირადი №...) მოძრავ ქონებას (საბანკო ანგარიშების გარდა) მათ შორის ორ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, ასევე ყადაღა დაედო ნ. ტ-ის წილებს საწარმოებში - შპს „ს... “ (ს/კ...) – 30%, შპს „ბი... “ (ს/კ...) – 20%, შპს „ვ... “ (ს/კ...) – 50%, ნ. ტ-ის უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისი, ... გამზ. №24 (საკადასტრო კოდი №..., ფართი - 210 კვ.მ.). ასევე, ყადაღა დაედო შპს „ვ... “ (ს/კ...) მოძრავ ქონებას (საბანკო ანგარიშების გარდა) მათ შორის სამ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას.

აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა ლ. კ-ის, ნ. ტ-ის და შპს „ვ... “ მიერ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.02.2013წ. განჩინებით წარმოდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.02.2013წ. განჩინებით ლ. კ-ის, ნ. ტ-ისა და შპს „ვ... “ საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.01.2013წ. განჩინება.

08.01.13წ. სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - შპს ,,ნ ...“, ლ. კ-ის, ნ. ტ-ისა და შპს „ვ... “ მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.11.2013წ. განჩინებით ასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.02.2014წ. გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხეების - შპს „ნ... “, ლ. კ-ის, ნ. ტ-ისა და შპს „ვ...“ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.01.2013წ. განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.2015წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

08.10.2015წ. სსიპ შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე სარჩელის გამოხმობის მოთხოვნით. 15.10.2015წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა აგრეთვე შპს ,,ნ ...“ წარმომადგენლის - თ. ს-ის, ლ.კ-ის და ნ. ტ-ის წარმომადგენლის - ა. ხ-ას, ხოლო 20.10.15წ. შპს ,,ვ ...“ წარმომადგენლის - მ. ყ-ის განცხადებები, რომლითაც ისინი თანხმობას აცხადებენ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სარჩელის გახმობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე განუხილველად დარჩეს სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარჩელო განცხადება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 28.12.07წ. N5669 კანონით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რითაც დასაშვები გახდა სარჩელის გამოხმობა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მოსარჩელეს უფლება მიეცა სარჩელი გაიხმოს საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ამასთანავე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარმოდგენილი განცხადებით მოითხოვა სარჩელის გამოხმობა და აღნიშნულ მოთხოვნას მოპასუხეების: შპს ,,ნ ...“, ლ. კ-ის, ნ. ტ-ისა და შპს ,,ვ...“ წარმომადგენლები, რომელთა საგანმკარგულებო უფლებამოსილება საქმეში დაცული სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობებით დასტურდება (ტ.1, ს.ფ. 452-456, 553; ტ.2, ს.ფ. 75, 201-203), წერილობით დაეთანხმნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სარჩელის გამოხმობის თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა აკმაყოფილებს სსკ-ის 831 მუხლის მოთხოვნებს. ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.2015წ. განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.02.2014წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ნ ...“, ლ. კ-ის, ნ. ტ-ის და შპს ,,ვ ...“ მიმართ ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე : ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი