Facebook Twitter

ბს-164-161(2კ-15) 12 ნომბერი, 2015 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2014წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...“ 28.10.2013წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ფოთისა, ყულევის პორტის და ბათუმის პორტის შემდეგი სამართლდარღვევის ოქმების: 010303-13.02.2013წ., 010379-16.02.2013წ., 011081-12.03.2013წ., 011357- 23.03.2013წ., 011514 – 30.03.2013წ., 011748 – 08.04.2013წ., 012227 – 25.04.2013წ., 012465 – 06.05.2013წ., 013193 - 01.06.2013წ., 013382 - 07.06.2013წ., 013690 – 14.06.2013წ., 013696 – 14.06.2013წ., 012741 – 17.05.2013წ., 014188 – 26.06.2013წ., 014804 – 09.07.2013წ., 014853 – 10.07.2013წ.; საგადასახადო მოთხოვნების: N69501/001 – 19.06.2013წ., 69501/002 – 19.06.2013წ., 69501/003 – 19.06.2013წ., 69501/004 -19.06.2013წ., 69501/005-19.06.2013წ., 69501/006 – 19.06.2013წ., 69501/007 – 19.06.2013წ., 69501/008 – 19.06.2013წ., 69501/009 – 19.06.2013წ., 69501/010 – 19.06.2013წ., 69501/011 – 19.06.2013წ., 69501/012 – 19.06.2013წ., 69501/013 – 19.06.2013წ., 69604/027 – 17.05.2013წ., 69501/014 – 26.06.2013წ., 69604/032 – 09.07.2013წ., 69604/033 – 10.07.2013წ.; ასევე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შემდეგი ბრძანებების: 39618 – 19.08.2013წ., 38713 – 13.08.2013წ., 19117 – 07.05.2013წ., 13276 – 01.04.2013წ., 13266 – 01.04.2013წ., 19380 – 08.05.2013წ., 37127 – 06.08.2013წ., 24906 – 06.06.2013წ., 30740- 04.07.2013წ., 19118 – 07.05.2013წ., 28049 – 21.06.2013წ., 31809 – 10.07.2013წ., 24213 – 03.06.2013წ., 36385 – 01.08.2013წ., 15768–17.04.2013წ. და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 01.10.2013წ. შემდეგი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა: 6720/2/13; 6722/2/13; 6102/2/13; 5846/2/13; 6034/2/13; 6103/2/13; 6588/2/13; 6234/2/13; 6421/2/13; 6104/2/13; 6360/2/13; 6452/2/13; 6235/2/13; 6589/2/13; 5947/2/13.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.01.2014წ. გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2014წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.01.2014წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შპს „...“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ; სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი: 1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ფოთისა და ყულევის პორტის და ბათუმის პორტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები № 010303-13/02/2013, 010379-16.02.2013, 011081-12.03.2013, 011357-23.03.2013, 011514-30.03.2013, 011748-08.04.2013, 012227-25.04.2013, 012465-06.05.2013, 013193-01.06.2013, 013382-07.06.2013, 013690-14.06.2013, 013696-14.06.2013, 012741-17.05.2013, 014188- 26.06.2013, 014804-09.07.2013, 014853-10.07.2013; 2. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მოთხოვნები № 69501/001-19.06.2013, 69501/002-19.06.2013, 69501/003- 19.06.2013, 69501/004-19.06.2013, 69501/005-19.06.2013, 69501/006-19.06.2013, 69501/007- 19.06.2013, 69501/008-19.06.2013, 69501/009-19.06.2013, 69501/010-19.06.2013, 69501/011- 19.06.2013, 69501/012-19.06.2013, 69501/013-19.06.2013, 69604/027-17.05.2013, 69501/014-26.06.2013, 69604/032-09.07.2013, 69604/033-10.07.2013; 3. სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანებები № 39618-19.08.2013, 38713-13.08.2013, 19117-07.05.2013, 13276-01.04.2013, 13266-01.04.2013, 19380-08.05.2013, 37127-06.08.2013, 24906-06.06.2013, 30740-04.07.2013,19118-07.05.2012, 28049-21.06.2013, 31809-10.07.2013, 24213-03.06.2013, 36385-01.08.2013, 15768-17.04.2013; 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 01.10.2013წ. გადაწყვეტილებები №6720/2/13, 6722/2/13, 6102/2/13, 5846/2/13, 6034/2/13, 6103/2/2013, 6588/2/13, 6234/2/13, 6421/2/13, 6104/2/13, 6360/2/13, 6452/2/13, 6235/2/13, 6589/2/13, 5947/2/13 და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე შპს „...“ მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2014 წ. გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე