Facebook Twitter

ბს-291-287(კ-15) 05 ნოემბერი, 2015 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2015წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ა-ემ 23.10.2014წ. სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 01.10.2014წ. N553 ბრძანების ბათილად ცნობის, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, კადრების და საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ე.ა-ის აღდგენის და ე. ა-ის სასარგებლოდ ქ.ფოთის მუნიციალიტეტის მერიისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 03.12.2014წ. გადაწყვეტილებით ე.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 01.10.2014წ. N553 ბრძანება ე.ა-ის მიმართ, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერს დაევალა ფოთის საქალაქო სასამართლოს 03.12.2014წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დავის საგნიდან გამომდინარე, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა სახ.ბაჟის 100 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2015წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო მ. ხ-ა, ხ. გ-ი და ე. კ-ა.

ე.ა-ემ 09.02.2015წ. შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა ფოთის საქალაქო სასამართლოს 03.12.2014წ. გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2015წ. გადაწყვეტილებით ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი და ე.ა-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 03.12.2014წ. გადაწყვეტილება ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს 03.12.2014წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2015 წ.გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე