Facebook Twitter

ბს-324-320(კ-15) 12 ნოემბერი, 2015 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ.ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2014წ., 17.12.2014წ., 16.01.2015წ. და 04.02.2015წ. განჩინებებზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.ნ-მა 05.09.2013წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ა(ა)იპ 25.04.2002წ. ქ.თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდისა და ლ.ძ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა შორის დადებული 12.06.2013წ. ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.11.2013წ. გადაწყვეტილებით მ.ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ.ნ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.10.2014წ. განჩინებით ლ.ძ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილი ფორმა =100 დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით. ამავე სასამართლოს 17.12.2014წ. განჩინებებით ლ.ძ-ის შუამდგომლობა - მტკიცებულების დართვის თაობაზე დაკმაყოფილდა, 11.12.2014წ. განცხადება თანდართული დოკუმენტებით (8 ფურცლად) დაერთო საქმეს; მ.ნ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.01.2015წ. განჩინებით ლ.ძ-ის შუამდგომლობა მტკიცებულების დართვის თაობაზე დაკმაყოფილდა, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 30.12.2014წ. გაფრთხილება დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით, ამასთანავე მზია ნ-ის საპროცესო წარმომადგენლად დაინიშნა მისი და მა. ნ-ი; მ.ნ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 04.02.15წ. განჩინებით მ.ნ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, სხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2015წ. განჩინებით მ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

მ.ნ-მა 24.04.2015წ. საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2014წ. საოქმო განჩინება, რომლითაც საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო ლ. ძ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა-100, 17.12.2014წ. საოქმო განჩინება, რომლითაც საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო ლ. ძ-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები 8 ფურცლად და რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, 16.01.2015წ. საოქმო განჩინება ლ.ძ-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმეზე დართვის თაობაზე, მ. ნ-ის საპროცესო წარმომადგენლად მა. ნ-ის დანიშვნის თაობაზე და საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე, 04.02.2015წ. საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე, საქმის გადადების თაობაზე უარის თქმის შესახებ და ლ. ძ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე მტკიცებულებების საქმეზე დართვასთან დაკავშირებით და 04.02.2015წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ნ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ.ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.14წ., 17.12.2014წ., 16.01.2015წ. და 04.02.2015წ. განჩინებები;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე