Facebook Twitter

Nბს-523-516(კ-15) 3 ნოემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - მ. კ-ი, ო. ბ-ე, ე. კ-ი, ლ. ბ-ე, ჯ. გ-ე, მ. გ-ე, ნ. ჭ-ე, გ. ჭ-ე, ნ. მ-ი, თ. ზ-ი, ნ. ზ-ი და თ. ზ-ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერია (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ადეკვატური საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-მა, ო. ბ-ემ და სხვებმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ასევე თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს ადეკვატური საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ის, ო. ბ-ის, ე. კ-ის, ლ. ბ-ის, ჯ. გ-ის, მ. გ-ის, ნ. ჭ-ის, გ. ჭ-ის, ნ. მ-ის, თ. ზ-ის, ნ. ზ-ის, თ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27 მაისის განჩინებით მ. კ-ის, ო. ბ-ის, ე. კ-ის, ლ. ბ-ის, ჯ. გ-ის, მ. გ-ის, ნ. ჭ-ის, გ. ჭ-ის, ნ. მ-ის, თ. ზ-ის, ნ. ზ-ის, თ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორების მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია. სასამართლომ საქმე მიკერძოებულად განიხილა და არ დააკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მომხსენებელი მოსამართლის აცილების თაობაზე. სასამართლომ უსაფუძვლოდ გააჭიანურა საქმის განხილვა, უსაფუძვლოდ დანიშნა ექსპერტიზა, მაშინ, როდესაც, იმთავითვე ცნობილი იყო, რომ მსგავსი ექსპერტიზის ჩატარებას ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ვერ უზრუნველყოფდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მ. კ-ის, ო. ბ-ის, ე. კ-ის, ლ. ბ-ის, ჯ. გ-ის, მ. გ-ის, ნ. ჭ-ის, გ. ჭ-ის, ნ. მ-ის, თ. ზ-ის, ნ. ზ-ის, თ. ზ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის, ო. ბ-ის, ე. კ-ის, ლ. ბ-ის, ჯ. გ-ის, მ. გ-ის, ნ. ჭ-ის, გ. ჭ-ის, ნ. მ-ის, თ. ზ-ის, ნ. ზ-ის, თ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ. კ-ის, ო. ბ-ის, ე. კ-ის, ლ. ბ-ის, ჯ. გ-ის, მ. გ-ის, ნ. ჭ-ის, გ. ჭ-ის, ნ. მ-ის, თ. ზ-ის, ნ. ზ-ის, თ. ზ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში კასატორებს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. კ-ის, ო. ბ-ის, ე. კ-ის, ლ. ბ-ის, ჯ. გ-ის, მ. გ-ის, ნ. ჭ-ის, გ. ჭ-ის, ნ. მ-ის, თ. ზ-ის, ნ. ზ-ის, თ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განჩინება; კასატორებს დაუბრუნდეს 28/09/15 წლის N8099120 საგადახდო დავალებით ჯ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150 საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე