ბს-572-565 (კ-15) 8 დეკემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ. თ-ის, ნ. და თ. ფ-ები
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტო; გორის სარეგისტრაციო სამსახური; გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა; გ. გ-ი;
მესამე პირები - ლ. გ-ი; ნ. გ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-მა გორის რაიონულ სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს, გორის სარეგისტრაციო სამსახურის, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 40 მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის თ. და ნ. ფ-ების, მ. თ-ის თანასაკუთრებაში № ... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 ოქტომბრის № 882014446480-07 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სადავო 40 მ2 ფართზე გზის არარსებობის დადასტურების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 30 სექტემბრის № 425 აქტის ბათილად ცნობა.
გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 40 მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის თ. და ნ. ფ-ების, მ. თ-ის თანასაკუთრებაში № ... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 ოქტომბრის №882014446480-07 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 40 მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) გზის არარსებობის დადასტურების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 30 სექტემბრის № 425 აქტი; გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის განჩინებით (საქმე № 85/12) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 ოქტომბრის №882014446480-07 გადაწყვეტილების მოქმედება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე, ნ. ფ-ისა და თანამესაკუთრეების თ. ფ-ისა და მ. თ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ...) საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ, ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დარჩა უცვლელად.
აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მ. თ-ის, ნ. ფ-ისა და თ. ფ-ის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მ. თ-ის, ნ. ფ-ისა და თ. ფ-ის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება შეიცვალა გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 40 მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის თ. და ნ. ფ-ების, მ. თ-ის თანასაკუთრებაში № ... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 ოქტომბრის №882014446480-07 გადაწყვეტილება და გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 5 ნოემბრის N882014560037-09 გადაწყვეტილება 40 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში საკადასტრო კოდზე ...; გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. თ-მა, ნ. და თ. ფ-ებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მ. თ-ის, ნ. და თ. ფ-ების საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. თ-ის, ნ. და თ. ფ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ. თ-ის, ნ. და თ. ფ-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებსუნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. თ-ის, ნ. და თ. ფ-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება; კასატორებს დაუბრუნდეს 19/08/15 წლის N897 საგადახადო დავალებით ნ. ფ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 200 ლარის და 15/10/15 წლის N1 საკრედიტო საგადახდო დავალებით ნ. ფ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის, ჯამში 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე