საქმე ბს-583-576(2k-15) 8 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ც-ის, ე. ჯ-ის, ლ. ა-ისა და სხვათა (სულ 38 ფიზიკური პირი) და ასევე საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ვ. ც-მა, ე. ჯ-ემ, ლ. ა-მა და სხვებმა (სულ 37-მა პირმა) 2011 წლის 7 ივლისს სასაჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პარლამენტის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასისა და სადეპუტატო დანამატის ანაზღაურება; საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების 5 წლიდან დარჩენილი 3 წლის და 8 თვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასისა და სადეპუტატო დანამატის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე (1992 წლის 1 იანვრიდან 1995 წლის ოქტომბრის ჩათვლით) და 46 თვის მანძილზე ხელფასის მიუღებლობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 979,77 ლარის 0,0715%-ის ზიანის ანაზღაურება.
2011 წლის 25 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს მ. გ-მა და მ. დ-მა, რომლებმაც ასევე მოითხოვეს 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასისა და სადეპუტატო დანამატის ანაზღაურება და საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის ხელფასისა და სადეპუტატო დანამატის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 ოქტომბირის საოქმო განჩინებით მ. გ-ისა და მ. დ-ის სარჩელი და ვ. ც-ისა და სხვების სარჩელი გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის საოქმო განჩინებით ა.წ. გარდაცვლილების მ. მ-ის, მ. მ-ის და მ. ს-ის უფლებამონაცვლეებად ცნობილი იქნენ მათი პირველი რიგის მემკვიდრეები ნ. მ-ი, თ. ს-ე და მ. ჩ-ი, დ. მ-ი, ე. მ-ი და ს. მ-ი. ასევე ა.წ. გარდაცვლილების გ. ხ-ის და ი. ჩ-ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ს. ხ-ე და გ. ჩ-ე. ამავე საოქმო განჩინებით მოსარჩელე ი. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა მისი გარდაცვალების გამო ცალკე წარმოებად გამოეყო საქმიდან და საქმის წარმოება შეჩერდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უფელებამონაცვლის დადგენამდე არაუმეტეს ერთი წლისა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ც-მა, ე. ჯ-ემ, ლ. ა-მა, ე. ჯ-ამ, გ. ი-ემ, დ. გ-ემ, ნ. მ-მა, შ. ა-ემ, ა. რ-ემ, თ. ყ-მა, ზ. წ-ემ, ნ. მ-მა, რ. კ-ამ, მ. გ-მა, ა. ყ-ის, ი. ტ-მა, ზ. ძ-ემ, პ. ბ-მა, ჯ. ი-მა, დ. ტ-ემ, ვ. მ-ამ, ა. ვ-მა, ნ. მ-მა (ა.წ. გარდაცვლილი მ. მ-ის უფლებამონაცვლე), დ. ქ-ამ, თ. ს-ემ (ა.წ. გარდაცვლილი მ. ს-ის უფლებამონაცვლე), მ. ჩ-მა (ა.წ. გარდაცვლილი მ. მ-ის უფლებამონაცვლე), თ. გ-მა, ნ. შ-ემ, ს. მ-მა (ა.წ. გარდაცვლილი მ. მ-ის უფლებამონაცვლე), ე. მ-მა (ა.წ. გარდაცვლილი მ. მ-ის უფლებამონაცვლე), დ. მ-მა (ა.წ. გარდაცვლილი მ. მ-ის უფლებამონაცვლე), შ. წ-მა, თ. ქ-ემ, ზ. ს-ემ, ვ. ც-მა, ჯ. შ-ამ, გ. ჩ-ემ (ი. ჩ-ის უფლებამონაცვლე) და ს. ხ-ემ (გ. ხ-ის უფლებამონაცვლე).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ც-ის, ე. ჯ-ის, ლ. ა-ის, ე. ჯ-ას, გ. ი-ის, დ. გ-ის, ნ. მ-ის, შ. ა-ის, ა. რ-ის, თ. ყ-ის, ზ. წ-ის, ნ. მ-ის, რ. კ-ას, მ. გ-ის, ა. ყ-ის, ი. ტ-ის, ზ. ძ-ის, პ. ბ-ის, ჯ. ი-ის, დ. ტ-ის, ვ. მ-ას, ა. ვ-ის, ნ. მ-ის (ა.წ. გარდაცვლილი მ. მ-ის უფლებამონაცვლე), დ. ქ-ას, თ. ს-ის (ა.წ. გარდაცვლილი მ. ს-ის უფლებამონაცვლე), მ. ჩ-ის (ა.წ. გარდაცვლილი მ. მ-ის უფლებამონაცვლე), თ. გ-ის, ნ. შ-ის, ს. მ-ის (ა.წ. გარდაცვლილი მ. მ-ის უფლებამონაცვლე), ე. მ-ის (ა.წ. გარდაცვლილი მ. მ-ის უფლებამონაცვლე), დ. მ-ის (ა.წ. გარდაცვლილი მ. მ-ის უფლებამონაცვლე), შ. წ-ის, თ. ქ-ის, ზ. ს-ის, ვ. ც-ის, ჯ. შ-ას, გ. ჩ-ის (ი. ჩ-ის უფლებამონაცვლე) და ს. ხ-ის (გ. ხ-ის უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს პარლამენტს დაეკისრა მოსარჩელეების: ვ. ც-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; ე. ჯ-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; ლ. ა-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; ე. ჯ-ას სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; გ. ი-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; დ. გ-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; ნ. მ-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; შ. ა-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; ა. რ-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; თ. ყ-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; ზ. წ-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; ნ. მ-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; რ. კ-ას სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; მ. გ-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; ა. ყ-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; ი. ტ-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; ზ. ძ-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; პ. ბ-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; ჯ. ი-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; დ. ტ-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; ვ. მ-ას სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; ა. ვ-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; ნ. მ-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; დ. ქ-ას სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; თ. ს-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; თ. გ-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; ნ. შ-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; მ. ჩ-ის, ს. მ-ის, ე. მ-ის და დ. მ-ის სასარგებლოდ ერთიანი ფულადი თანხის 432 ლარის გადახდა; შ. წ-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; თ. ქ-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; ზ. ს-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; ვ. ც-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; ჯ. შ-ას სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; გ. ჩ-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; ს. ხ-ის სასარგებლოდ 432 ლარის გადახდა; საქართველოს პარლამენტს დაეკისრა მოსარჩელეების - ვ. ც-ის, ე. ჯ-ის, ლ. ა-ის, ე. ჯ-ას, გ. ი-ის, დ. გ-ის, ნ. მ-ის, შ. ა-ის, ა. რ-ის, თ. ყ-ის, ზ. წ-ის, ნ. მ-ის, რ. კ-ას, მ. გ-ის, ა. ყ-ის, ი. ტ-ის, ზ. ძ-ის, პ. ბ-ის, ჯ. ი-ის, დ. ტ-ის, ვ. მ-ას, ა. ვ-ის, ნ. მ-ის, დ. ქ-ას, თ. ს-ის, მ. ჩ-ის, ს. მ-ის, ე. მ-ის, დ. მ-ის, თ. გ-ის, ნ. შ-ის, შ. წ-ის, თ. ქ-ის, ზ. ს-ის, ვ. ც-ის, ჯ. შ-ას, გ. ჩ-ის და ს. ხ-ის სასარგებლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება საერთო ჯამში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ც-მა, ე. ჯ-ემ, ლ. ა-მა, ე. ჯ-ამ, გ. ი-ემ, დ. გ-ემ, ნ. მ-მა, შ. ა-ემ, ა. რ-ემ, თ. ყ-მა, ზ. წ-ემ, ნ. მ-მა, რ. კ-ამ, მ. გ-მა, ა. ყ-ის, ი. ტ-მა, ზ. ძ-ემ, პ. ბ-მა, ჯ. ი-მა, დ. ტ-ემ, ვ. მ-ამ, ა. ვ-მა, ნ. მ-მა (ა.წ. გარდაცვლილი მ. მ-ის უფლებამონაცვლე), დ. ქ-ამ, თ. ს-ემ (ა.წ. გარდაცვლილი მ. ს-ის უფლებამონაცვლე), მ. ჩ-მა (ა.წ. გარდაცვლილი მ. მ-ის უფლებამონაცვლე), თ. გ-მა, ნ. შ-ემ, ს. მ-მა (ა.წ. გარდაცვლილი მ. მ-ის უფლებამონაცვლე), ე. მ-მა (ა.წ. გარდაცვლილი მ. მ-ის უფლებამონაცვლე), დ. მ-მა (ა.წ. გარდაცვლილი მ. მ-ის უფლებამონაცვლე), შ. წ-მა, თ. ქ-ემ, ზ. ს-ემ, ვ. ც-მა, ჯ. შ-ამ, გ. ჩ-ემ (ი. ჩ-ის უფლებამონაცვლე) და ს. ხ-ემ (გ. ხ-ის უფლებამონაცვლე) და საქართველოს პარლამენტმა.
კასატორმა - საქართველოს პარლამენტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორებმა: ვ. ც-მა, ე. ჯ-ემ, ლ. ა-მა და სხვებმა (სულ 38 ფიზიკური პირი) მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ც-ის, ე. ჯ-ის, ლ. ა-ისა და სხვათა (სულ 38 ფიზიკური პირი) და ასევე საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. ც-ის, ე. ჯ-ის, ლ. ა-ისა და სხვათა (სულ 38 ფიზიკური პირი) და ასევე საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ც-ის, ე. ჯ-ის, ლ. ა-ისა და სხვათა (სულ 38 ფიზიკური პირი) და ასევე საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი