Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

19აპ-09 ქ. თბილისი

29 აპრილი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ლ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 მაისის განაჩენით თ. ლ-ი, _ დაბადებული ... წლის ., ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და მიესაჯა 6 წლით და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 1 იანვრიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ თ. ლ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.