საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹30აპ-09 ქ. თბილისი
3 ივნისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ივლისის განაჩენით ჯ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. იგი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ ამავე კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამ მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის საფუძველზე. ჯ. გ-ის სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და მას განესაზღვრა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე _ ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი შეიცვალა: ,,ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის შესაბამისად, ჯ. გ-ს გაუნახევრდა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და მიესაჯა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, 9 თვე, 26 დღე და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. ჯ. გ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2007 წლის 26 თებერვლიდან იმავე წლის 12 მარტის ჩათვლით და სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 28 აგვისტოდან.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ჯ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.