საქმე ბს-784-776(k-15) 17 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ა-ემ, ვ. შ-ემ, ნ. მ-მა, პ. ნ-ემ და სხვ. (სულ 48 ფიზ. პირი) 2014 წლის 4 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა დაევალოს მოპასუხეს განხორციელოს ქმედება - კერძოდ, მოახდინონ მოსარჩელეების მიმართ პენსიების გადაანგარიშება 01.12.2009 წლიდან 01.09.2012 წლამდე და ზიანის ანაზღაურების სახით მათთვის მიუღებელი პენსიის ჩარიცხვა შემდეგი ოდენობით: მ. ა-ე - 680 ლარი, ვ. შ-ე - 680 ლარი, ნ. მ-ი - 570 ლარი, პ. ნ-ე - 680 ლარი, გ. ტ-ი - 680 ლარი, თ. კ-ი - 680 ლარი, ლ. ჩ-ი - 680 ლარი, მ. ა-ა - 680 ლარი, გ. ჭ-ა - 660 ლარი, დ. მ-ი - 580 ლარი, ლ. კ-ე - 590 ლარი, გ. ჯ-ი - 680 ლარი, ნ. ც-ე - 680 ლარი, ლ. თ-ა - 680 ლარი, გ. ც-ე - 380 ლარი, ა. ნ-ი - 570 ლარი, ე. ა-ი - 570 ლარი, ა. ტ-ი - 680 ლარი, ე. ქ-ი - 680 ლარი, ტ. გ-ი- 680 ლარი, დ. მ-ე- 680 ლარი, ბ. გ-ი - 640 ლარი, ბ. ს-ე - 680 ლარი, თ. ბ-ი - 680 ლარი, მ. ბ-ა - 680 ლარი, ს. მ-ი - 680 ლარი, ე. დ-ე - 680 ლარი, ი. ც-ე - 680 ლარი, ბ. კ-ი - 680 ლარი, ნ. ო-ი - 680 ლარი, კ. ს-ე - 680 ლარი, ნ. ჯ-ი - 680 ლარი, ს. ფ-ე - 680 ლარი, დ. ბ-ი - 680 ლარი, მ. ნ-ი - 680 ლარი, ს. ქ-ა - 680 ლარი, თ. ყ-ე - 680 ლარი, ა. დ-ი - 470 ლარი, ლ. ხ-ა - 580 ლარი, გ. გ-ა - 330 ლარი, თ. კ-ე - 590 ლარი, ლ. ზ-ი - 680 ლარი, ან. ნ-ა - 550 ლარი, ს. უ-ა - 680 ლარი, ს. ჯ-ი - 570 ლარი, გ. ქ-ი - 270 ლარი, ა. ხ-ი - 680 ლარი, ნ. ხ-ე - 680 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით მ. ა-ის, ვ. შ-ის, ნ. მ-ის, პ. ნ-ის, გ. ტ-ის, თ. კ-ის, ლ. ჩ-ის, მ. ა-ას, გ. ჭ-ას, დ. მ-ის, ლ. კ-ის, გ. ჯ-ის, ნ. ც-ის, ლ. თ-ას, გ. ც-ის, ა. ნ-ის, ე. ა-ის, ა. ტ-ის, ე. ქ-ის, ტ. გ-ის, დ. მ-ის, ბ. გ-ის, ბ. ს-ის, თ. ბ-ის, მ. ბ-ას, ს. მ-ის, ე. დ-ის, ი. ც-ის, ბ. კ-ის, ნ. ო-ის, კ. ს-ის, ნ. ჯ-ის, ს. ფ-ის, დ. ბ-ის, მ. ნ-ის, ს. ქ-ას, თ. ყ-ის, ა. დ-ის, ლ. ხ-ას, გ. გ-ას, თ. კ-ის, ლ. ზ-ის, ან. ნ-ას, ს. უ-ას, ს. ჯ-ის, გ. ქ-ის, ა. ხ-ის, ნ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა განახორციელოს მოსარჩელეების მ. ა-ის, ვ. შ-ის, ნ. მ-ის, პ. ნ-ის, გ. ტ-ის, თ. კ-ის, ლ. ჩ-ის, მ. ა-ას, გ. ჭ-ას, დ. მ-ის, ლ. კ-ის, გ. ჯ-ის, ნ. ც-ის, ლ. თ-ას, გ. ც-ის, ა. ნ-ის, ე. ა-ის, ა. ტ-ის, ე. ქ-ის, ტ. გ-ის, დ. მ-ის, ბ. გ-ის, ბ. ს-ის, თ. ბ-ის, მ. ბ-ას, ს. მ-ის, ე. დ-ის, ი. ც-ის, ბ. კ-ის, ნ. ო-ის, კ. ს-ის, ნ. ჯ-ის, ს. ფ-ის, დ. ბ-ის, მ. ნ-ის, ს. ქ-ას, თ. ყ-ის, ა. დ-ის, ლ. ხ-ას, გ. გ-ას, თ. კ-ის, ლ. ზ-ის, ან. ნ-ას, ს. უ-ას, ს. ჯ-ის, გ. ქ-ის, ა. ხ-ის, ნ. ხ-ის მიმართ 2012 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდის კუთვნილი და მიუღებელი პენსიის გადაანგარიშება და შესაბამისი თანხების ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი