Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

102აპ-09 27 აპრილი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი

დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. შ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ს, მსჯავრდებულ ხ. ჯ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 ივლისის განაჩენით:

ხ. ჯ-ი, _ დაბადებული .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ», «დ» ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.Mსაქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წლით, 11 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით, 11 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 22 აპრილიდან.

«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, ხ. ჯ.-ს 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები _ 15 წლის ვადით.

ლ. გ-ძე, _ დაბადებული .... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 22 აპრილიდან.

«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, ლ. გ-ს 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

მ. შ-ა, _ დაბადებული .. წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 23 აპრილიდან.

«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, მ. შ-ს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა 5 წლის ვადით, ხოლო საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები _ 15 წლის ვადით.

აღნიშნული შეზღუდვების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს შს სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საჯარო სამსახურის ბიუროს.

ნივთმტკიცებები _ ხ.Gჯ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული 0,1204 გრამი ნარკოტიკული საშუალება «ბუპრენორფინის» შემცველი 14 აბი და აბის 9 ნატეხი; ლ.Gგ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 0,0784 გრამი ნარკოტიკული საშუალება «ბუპრენორფინის» შემცველი 5 აბი და აბის 13 ნატეხი; მ. შ-ს პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული 0,04 გრამი ნარკოტიკული საშუალება «ბუპრენორფინის» შემცველი 5 აბი და 0,0149 გრამი ნარკოტიკული საშულაება «ბუპრენორფინის» შემცველი 1 აბი და აბის 1 ნატეხი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება:

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებელსა და მსჯავრდებულ ლ. გ-ს შორის.

ლ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 30 000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 22 აპრილიდან.

«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, ლ. გ-ს 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები _ 15 წლის ვადით.

ხ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ», «დ» ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.Mსაქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წლით, 11 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით, 11 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 22 აპრილიდან.

«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, ხ. ჯ-ს 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები _ 15 წლის ვადით.

მ. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 23 აპრილიდან.

«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, მ. შ-ს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა 5 წლის ვადით, ხოლო საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები _ 15 წლის ვადით.

აღნიშნული შეზღუდვების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს შს სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საჯარო სამსახურის ბიუროს.

ნივთმტკიცებები _ ხ.Gჯ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული 0,1204 გრამი ნარკოტიკული საშუალება «ბუპრენორფინის» შემცველი 14 აბი და აბის 9 ნატეხი; ლ.Gგ-ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 0,0784 გრამი ნარკოტიკული საშუალება «ბუპრენორფინის» შემცველი 5 აბი და აბის 13 ნატეხი; მ. შ-ს პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული 0,04 გრამი ნარკოტიკული საშუალება «ბუპრენორფინის» შემცველი 5 აბი და 0,0149 გრამი ნარკოტიკული საშულაება «ბუპრენორფინის» შემცველი 1 აბი და აბის 1 ნატეხი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განაჩენში მსჯავრდებულ ხ. ჯ-ის მიმართ შევიდა ცვლილება, კერძოდ: სარეზოლუციო ნაწილში ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ», «დ» ქვეპუნქტებისა, ჩაიწერა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ», «დ» ქვეპუნქტები.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ მ. შ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ძის, მსჯავრდებულ ხ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. შ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ-ის, მსჯავრდებულ ხ. ჯ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.