საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
104აპ 6 აპრილი, 2009 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი
დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით:
ი. გ-ი, _ დაბადებული ........ წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.Mმას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2008 წლის 17 აპრილიდან ამავე წლის 21 ოქტომბრამდე და სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 17 აპრილიდან.
ნივთმტკიცებები _ გარდაცვლილ გ. გ-ს ტანსაცმელი: თეთრი დახეული მაისური, ლურჯი პერანგი, ლურჯი სპორტული შარვალი, მამაკაცის მონაცრისფრო შარვალი, მოთეთრო-მოყვითალო ცხვირსახოცი, ნაცრისფერი სვიტრი, ნაჭრის ელვაშესაკრავიანი ქურთუკი მოყავისფრო ზოლებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს დაზარალებულს; მსჯავრდებულ ი. გ-სგან ამოღებული შავი შარვალი, ლურჯი ჯინსის ქურთუკი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მასვე; მსჯავრდებულ ი. გ-ის საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე ბაღიდან ამოღებული წითელტარიანი დასაკეცი დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; ი. გ-სა და გ. გ-ს სისხლის ნიმუშები და ი. გ-ის ჩვენების ადგილზე შემოწმების ამსახველი ვიდეოკასეტა უნდა შეინახოს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
ნივთმტკიცებები _ გ. გ-ს ტანსაცმელი: თეთრი დახეული მაისური, ლურჯი პერანგი, ლურჯი სპორტული შარვალი, მამაკაცის მონაცრისფრო შარვალი, მოთეთრო-მოყვითალო ცხვირსახოცი, სუროსფერი ნაცრისფერი სვიტრი, ნაჭრის ელვაშესაკრავიანი ქურთუკი მოყავისფრო ზოლებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს _ თ. გ-ს; მსჯავრდებულ ი. გ-სგან ამოღებული შავი შარვალი, ლურჯი ჯინსის ქურთუკი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მასვე; მსჯავრდებულ ი. გ-ის საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე ბაღიდან ამოღებული წითელტარიანი დასაკეცი დანა, ი. გ-სა და გ. გ-ს სისხლის ნიმუშები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; ი. გ-ის ჩვენების ადგილზე შემოწმების ამსახველი ვიდეოკასეტა უნდა შეინახოს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ ი. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.