Nბს-745-737 (კ-15) 12 იანვარი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ც. ფ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კმისია; ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხეები)
მესამე პირი - ზ. გ-ა; გ. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. ფ-ამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრვი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 12 იანვრის №417 გადაწყვეტილების, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე ციცინი ფიფიასათვის უარის თქმის შესახებ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკუროს-საატესტაციო კომისიის გაფართოებული სხდომის 2015 წლის 26 იანვრის №10 საოქმო გადაწყვეტილების, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ც. ფ-ას პრეტენზია და ძალაში დარჩა კომისიის 2015 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 31 იანვრის N164 ბრძანების, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსის დანამდებობაზე ზ. გ-ას გამოსაცდელი ვადით დანიშვნის თაობაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 02 აპრილის N492 ბრძანების, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსის დანამდებობაზე ზ. გ-ას დანიშვნის შესახებ ბათილად ცნობა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დავალდებულება გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსის დანამდებობაზე ხელახალი გასაუბრების ჩატარების შესახებ; ასევე მოითხოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 14 თებერვლის N176 გადაწყვეტილების, ც. ფ-ას კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 16 მარტის N396 ბრძანების, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე გ. ს-ის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის თაობაზე ბათილად ცნობა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დავალდებულება გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ხელახალი გასაუბრების ჩატარების შესახებ.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ც. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ივლისის განჩინებით ც. ფ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცველელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ც. ფ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ფ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ც. ფ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. ფ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე