¹157აპ-09 24 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. Mმ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 იანვრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 ნოემბრის განაჩენით ა. Mმ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის «ა» და 262-ე მუხლის IV ნაწილის «ა» ქვეპუნქტებით, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იმავე განაჩენით ე. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის «ა» და 262-ე მუხლის IV ნაწილის «ა» ქვეპუნქტებით, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ისინი სასჯელს იხდიან 2008 წლის 12 მარტიდან.
ე. მ-ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ,,ვაზ-21013», სახელმწიფო ნომრით ,,-...», როგორც დანაშაულის ჩასადენად გამიზნული საგანი _ გადაეცა სახელმწიფოს.
ა. მ-სა და ე. მ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5-5 წლით ჩამოერთვათ: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15-15 წლით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
განაჩენით მათ მსჯავრი დაედოთ შემდეგისათვის:
a. მ-მ და ე. Mმ-მა განიზრახეს, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეეძინათ, შეენახათ და საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება _ «ჰეროინი», მისი შემდგომი გასაღებისათვის. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ა. მ-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ე. Mმ-ს, რომელთანაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება _ «ჰეროინი», წონით _ 122,887 გრამი, საიდანაც ა. მ-მა უკანონოდ შეინახა 37,57 გრამი ,,ჰეროინი», ხოლო დანარჩენი _ 85,317 გრამი შეინახა ე. Mმ-მა თავისავე ავტომანქანაში. 2008 წლის 12 მარტს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით 122,887 გრამი, ა. მ-მა, ე. Mმ-თან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში საკონტროლო გამშვები პუნქტის _ «წითელი ხიდის» გავლით.
2008 წლის 12 მარტს, 12:40 საათზე, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საკონტროლო გამშვები პუნქტის _ «წითელი ხიდის» გადმოლახვისთანავე დააკავეს ა. და ე. Mმ-ები. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული პირადი და ე. Mმ-ის ავტომანქანის ... სახ. ¹....-ის ჩხრეკისას, ა. მ-ს შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება _ «ჰეროინი», წონით _ 37,57 გრამი, ხოლო ე. Mმ-ის ავტომანქანის საბარგულიდან _ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება _ «ჰეროინი», წონით _ 85,317 გრამი, სულ ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით _ 122,887 გრამი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. მ-მა და ე. მ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.
ე. მ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულის გამართლება, ხოლო მსჯავრდებულმა ა. მ-მა აღნიშნა, რომ მის მიმართ დადგენილი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ნარკოტიკული საშუალება _ «ჰეროინის» რაოდენობა ხელოვნურად არის გაზრდილი და ითხოვა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 იანვრის განაჩენით მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 იანვრის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ა. Mმ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორმა აღნიშნა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება არასოდეს გაუყიდია, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, დაავადებულია ტუბერკულოზით და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ ა. მ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მისთვის სასჯელის შემსუბუქების შესახებ, რადგან სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა ა. მ-ის როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ასევე _ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი ზომა, რომელსაც პალატა ეთანხმება და თვლის, რომ არ არსებობს მისი შეცვლის ან გაუქმების საფუძველი.
საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: საქართველოს შსს სოდის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლების _ ზ. წ-სა და გ. კ-ის ჩვენებებით, მსჯავრდებულების _ ა. და ე. მ-ების ჩვენებებით, პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის, ამოღების ოქმებით, ნარკოლოგიური შემოწმების ¹...და ¹... დასკვნებით, ქიმიური ექსპერტიზის ¹-.../სქ დასკვნით, ნივთმტკიცებად ცნობის შესახებ დადგენილებითა და საქმის სხვა მასალებით ა. მ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების გარდა, დადასტურებულია, მაგრამ სწორი სამართლებრივი შეფასება არა აქვს მიცემული.
ა. მ-მა სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენებით თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ჯიბეში აღმოჩენილი ნარკოტიკი მას არ ეკუთვნოდა. ეს ნარკოტიკი ჩაუდეს პოლიციის მუშაკებმა. რაც შეეხება მანქანაში აღმოჩენილ - 85 გრამ ნარკოტიკს, ა. მ-მა აღიარა, რომ ეს ნარკოტიკი იყო მისი და ე. Mმ-მა ამ ნარკოტიკის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან მან მანქანაში ნარკოტიკი მაშინ შეინახა, როდესაც ამ უკანასკნელს ეძინა.
აღნიშნულ ვერსიას პალატა ვერ გაიზიარებს. მოწმეების ჩვენებებით დადგენილია, რომ მ-ბი დააკავეს მანქანის დაძვრამდე და, ბუნებრივია, ა. Mმ-ი მანქანის საბარგულში, ბენზინის ავზის ქვეშ, ე. მ-ის «ძილის დროს» ნარკოტიკის «შენახვას» ვერ მოასწრებდა.
ა. მ-ის მიმართ შერაცხული მსჯავრდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში _ ემყარება მხოლოდ ბრალდების მხარის _ საქართველოს შსს სოდ-ის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლების _ ზ. წ-სა და გ. კ-ის ჩვენებებს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ --- მცხოვრები ა. და ე. მ-ები სისტემატურად ეწეოდნენ აზერბაიჯანიდან ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანას საქართველოში. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მათთვის ასევე ცნობილი იყო, რომ 2008 წლის 12 მარტს მათ ე. Mმ-ის კუთვნილი ავტომანქანით სასაზღვრო გამშვები პუნქტის _ «წითელი ხიდის» გავლით უნდა შემოეტანათ ნარკოტიკული საშუალება _ «ჰეროინი». დაახლოებით 12.30 საათზე საქართველოს საზღვარი ფეხით გადმოკვეთა ა. მ-მა, რამდენიმე წუთში ავტომანქანით საზღვარი გადმოკვეთა ე. მ-აც. Aა. Mმ-ის მანქანაში ჩაჯდომისთანავე, ვიდრე მანქანა დაიძვრებოდა, ისინი დააკავეს. ადგილზევე ჩატარდა ა. მ-ის პირადი და ე. მ-ის ავტომანქანის ჩხრეკა.
საკასაციო პალატის აზრით, საქმე განხილულ იქნა საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ: არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებმა სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად არ გამოიკვლიეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, არ მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი ნარკოტიკების გასაღების ნაწილში აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. ზემოაღნიშნული ბრალდების მოწმეების ჩვენებები ნარკოტიკების გასაღების ნაწილში ნაკლებ სარწმუნოა, არც სხვა მტკიცებულებითაა გამყარებული და, შესაბამისად, უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვისას დამტკიცდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე, ხოლო იმავე კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, «ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.»
საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის III ნაწილის თანახმად, განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეში კი არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ა. მ-ი არის ნარკოტიკების გამსაღებელი. იმავე კოდექსის 496-ე მუხლის III ნაწილის თანახმად კი: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად“.
არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიებისას არ ყოფილა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ა. მ-ის მიერ ნარკოტიკების გასაღების ჩადენის ფაქტს.
ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სარევიზიო წესით პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ განაჩენი უნდა გადაისინჯოს მსჯავრდებულ ე. მ-ის მიმართაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულების სასიკეთოდ, კერძოდ:
ა. და ე. მ-ების მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ ნარკოტიკების გასაღების ნაწილში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ამასთან, ა. მ-სა და ე. მ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5-5 წლით უნდა ჩამოერთვათ: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელი, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის I ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 იანვრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულების სასიკეთოდ, კერძოდ:
ა. მ-სა და ე. მ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ ნარკოტიკების გასაღების ნაწილში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ა. მ-სა და ე. მ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5-5 წლით ჩამოერთვათ: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.