175აპ-09 27 აპრილი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 დეკემბრის განაჩენით ბ. ა-ძე, _ დაბადებული .... წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ბ. ა-ს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 2 თვის ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ბ. ა-ს 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური, საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ბ. ა-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება გაუქმდა. ბ- ა-ს წინასწარ გამოძიებაში ყოფნის ვადა ჩაეთვალა სასჯელის მოხდის ვადაში და მას სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2008 წლის 9 ნოემბრიდან.
გაუქმდა ბ. ა-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული გ. ა-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების _ 3000 ლარის წილი, მდებარე: ქ. ბათუმი, ........ქ. ¹38-ში, გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში.
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ ბ. ა-ს დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბ. ა-მ 2006 წლის 15-17 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, სასამართლოს მისცა 2006 წლის 15 ივნისს წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებისაგან განსხვავებული, არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება და სასამართლოს განუცხადა, რომ, მართალია, ის მიწვეული იყო დამსწრედ ნ. ჯ-ს პირადი და ბინის ჩხრეკის დროს, მაგრამ მას საერთოდ არაფერი დაუნახავს, თუ რა ფხვნილი ან რა ნივთიერება ამოიღეს ნ. ჯ-ს ბინის ჩხრეკისას; ჩხრეკის ოქმებზე ისე მოაწერა ხელი, რომ არ იცოდა, თუ რაზე აწერდა ხელს. აღნიშნული ქმედებით ბ. ა-მ სასამართლოს მისცა არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება, რითაც შეგნებულად შეუშალა ხელი მართლმსაჯულებას, რადგან 2006 წლის 15 ივნისს, წინასწარი გამოძიების დროს მოწმის სახით დაკითხვისას, აჩვენა, რომ დაინახა, თუ როგორ ამოიღო გამომძიებელმა ტახტის ქვემოდან ვერცხლისფერ ქაღალდში მოთავსებული, თეთრი ფერის ათი ქაღალდის პაკეტი მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერებით.
2007 წლის 6 მარტს ბ. ა-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3711–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო _ 3000 ლარი. მიუხედავად აღკვეთის ღონისძიების ქვეშ ყოფნისა, ბ. ა-მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარება, კერძოდ:
2008 წლის 19 მარტს ბ. ა-ძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით დაენიშნა 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 ლარი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მან განმეორებით უკანონოდ მოიხმარა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერება, რაც 2008 წლის 29 ოქტომბერს ნარკოლოგიურ ცენტრში შემოწმებისას დაუდგინდა.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ბ. აბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2008 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) _ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ბ. ა-ს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 2 თვის ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ბ. ა-ს 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური, საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ბ. ა-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება გაუქმდა. ბ. ა-ს წინასწარ გამოძიებაში ყოფნის ვადა ჩაეთვალა სასჯელის მოხდის ვადაში და მას სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2008 წლის 9 ნოემბრიდან.
გაუქმდა ბ. ა-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული გ. ა-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების _ 3000 ლარის წილი, მდებარე: ქ. ბათუმი, .............. ქ. ¹38-ში, გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში.
მსჯავრდებულ ბ. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ჯ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განაჩენის გაუქმებას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული უძრავი ქონების _ სამი ათასი ლარის ოდენობის წილის სახელმწიფოსთვის გადაცემის ნაწილში და ყადაღის მოხსნას გ. ა-ს საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ..............ქ. ¹38-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი გირაოს უზრუნველყოფისათვის გამოყენებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის ნაწილში არის უკანონო, რადგან სააპელაციო სასამართლომ არსებითად დაარღვია საპროცესო ნორმები და არასწორად გადაწყვიტა ხსენებული სამართლებრივი საკითხი; საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის მესამე პუნქტში იმპერატიულად არის ნაჩვენები: «გირაოს შეტანის წინ შემტანს აფრთხილებენ წერილობით, ვალდებულებებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-7 ნაწილში»; მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ოქმი (ან სხვა დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს გირაოს შემტანი პირის _ გ. ა-ს გაფრთხილებას სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-7 ნაწილში მითითებული პირობებისა და ვალდებულებების შესახებ, კერძოდ, გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ ბრალდებულ ბ. ა-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს გადაეცემოდა გირაოს სახით შეტანილი, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების _ 3000 ლარის ოდენობის წილი; აღნიშნული ოქმის საქმეში არარსებობა ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გირაოს შეტანამდე გირაოს შემტანი პირი გ. ა-ძე არ გაუფრთხილებიათ იმის შესახებ, რომ ბ. ა-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს გადაეცემოდა გირაოს უზრუნველყოფისათვის გამოყენებული უძრავი ქონების _ 3000 ლარის წილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ბ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მსჯავრდებულ ბ. ა-ის აღიარებითი ჩვენებებით; საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბათუმის განყოფილების ¹3423065 დასკვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის განაჩენითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია მსჯავრდებულ ბ. ა-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის მითითებულ ნაწილში გაუქმებას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ. ა-ს ბრალდების საქმეზე ქუთაისის სააპელაციო პალატამ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული, გ. ა-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების _ 3000 ლარის წილის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ნაწილში განაჩენის დადგენისას დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, «გირაოს შეტანის წინ შემტანს აფრთხილებენ წერილობით, ვალდებულებებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-7 ნაწილში».
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ოქმი (ან სხვა დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს გირაოს შემტანი პირის _ გ. ა-ს გაფრთხილებას სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-7 ნაწილში მითითებული პირობებისა და ვალდებულებების შესახებ, კერძოდ, გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ ბრალდებულ ბ. ა-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს გადაეცემა გირაოს სახით შეტანილი, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების _ 3000 ლარის ოდენობის წილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განაჩენი უნდა გაუქმდეს გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული, გ. ა-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების _ 3000 ლარის წილის, მდებარე: ქ. ბათუმი, ....... ქ. ¹38-ში, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ნაწილში და გ. ა-ს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას (47,2 კვ/მ) მდებარე: ქ. ბათუმი, შაფათავას ქ. ¹38-ში უნდა მოეხსნას ყადაღა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განაჩენი გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული, გ. ა-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების _ 3000 ლარის წილის, მდებარე: ქ. ბათუმი, ........ ქ. ¹38-ში, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ნაწილში და გ. ა-ს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას (47,2 კვ/მ) მდებარე: ქ. ბათუმი, ..... ქ. ¹38-ში მოეხსნას ყადაღა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.