Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

188აპ-09 ქ. თბილისი

26 ივნისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ს-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განაჩენზე.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ზ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავების დრო _ 2008 წლის 12 მარტიდან იმავე წლის 13 მარტამდე და სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 13 ნოემბრიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიცვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განაჩენით: ზ. მ-ს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ს-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.