Facebook Twitter

Nბს-825-817 (3კ-15) 23 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - დ. ჭ-ა;

მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური; შპს „...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ჭ-ამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, შპს „...“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.

სასარჩელო მოთხოვნა:

1. დ. ჭ-ას ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სხვა ნაწილის განუხილველად დატოვების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 28 თებერვლის #43775 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

2. დ. ჭ-ას განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 12 თებერვლის 8820140599941-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

3. დ. ჭ-ას განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 17 მარტის 8820140599941-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

4. სს „...“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 8 აგვისტოს 882012423045-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

5. შპს „პ...“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 6 ოქტომბრის 882012949623-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

6. სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 20 ნოემბრის 882009369273-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

7. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის #2-16/163 მომართვის ბათილად ცნობა დ. ჭ-ას ნივთთან ზედდების ნაწილში;

8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურისთვის საჯარო რეესტრში დ. ჭ-ას საკუთრებაში ... საკადასტრო კოდით 0,10 ჰა დაუზუსტებული ფართობით რეგისტრირებული ნაკვეთის მონაცემების დაზუსტების (რეგისტრაციის) დავალება წარდგენილი მასალების შესაბამისად.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით დ. ჭ-ას სარჩელი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 28 თებერვლის №43775 გადაწყვეტილება დ. ჭ-ას ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სხვა ნაწილის განუხილველად დატოვების შესახებ;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 12 თებერვლის №8820140599941-03 გადაწყვეტილება დ. ჭ-ას განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 17 მარტის №8820140599941-04 გადაწყვეტილება დ. ჭ-ას განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 8 აგვისტოს №882012423045-03 გადაწყვეტილება სს „...“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 6 ოქტომბრის №882012949623-03 გადაწყვეტილება შპს ,,პ..." საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 20 ნოემბრის №882009369273-03 გადაწყვეტილება სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ;

სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მომართვა დ. ჭ-ას ნივთთან ზედდების ნაწილში.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა განახორციელოს საჯარო რეესტრში დ. ჭ-ას საკუთრებაში ... საკადასტრო კოდით 0,10 ჰა დაუზუსტებული ფართობით რეგისტრირებული ნაკვეთის მონაცემების დაზუსტება (რეგისტრაცია) წარდგენილი მასალების შესაბამისად.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, შპს „...“ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ჭ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მიმართვა დ. ჭ-ას ნივთთან ზედდების ნაწილში, ასევე ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 20 ნოემბრის 882009369273-03 გადაწყვეტილება სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (ს/კ ...) დ. ჭ-ას მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...) ზედდების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში დ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდს;

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ვსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

9. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

10. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

11. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

Nბს-825-817 (3კ-15) 23 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - დ. ჭ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური; შპს „...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ჭ-ამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, შპს „...“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.

სასარჩელო მოთხოვნა:

1. დ. ჭ-ას ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სხვა ნაწილის განუხილველად დატოვების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 28 თებერვლის #43775 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

2. დ. ჭ-ას განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 12 თებერვლის 8820140599941-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

3. დ. ჭ-ას განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 17 მარტის 8820140599941-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

4. სს „...“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 8 აგვისტოს 882012423045-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

5. შპს ,,პ..." საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 6 ოქტომბრის 882012949623-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

6. სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 20 ნოემბრის 882009369273-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

7. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის #2-16/163 მომართვის ბათილად ცნობა დ. ჭ-ას ნივთთან ზედდების ნაწილში;

8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურისთვის საჯარო რეესტრში დ. ჭ-ას საკუთრებაში ... საკადასტრო კოდით 0,10 ჰა დაუზუსტებული ფართობით რეგისტრირებული ნაკვეთის მონაცემების დაზუსტების (რეგისტრაციის) დავალება წარდგენილი მასალების შესაბამისად.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით დ. ჭ-ას სარჩელი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 28 თებერვლის №43775 გადაწყვეტილება დ. ჭ-ას ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სხვა ნაწილის განუხილველად დატოვების შესახებ;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 12 თებერვლის №8820140599941-03 გადაწყვეტილება დ. ჭ-ას განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 17 მარტის №8820140599941-04 გადაწყვეტილება დ. ჭ-ას განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 8 აგვისტოს №882012423045-03 გადაწყვეტილება სს „...“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 6 ოქტომბრის №882012949623-03 გადაწყვეტილება შპს ,,პ..." საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 20 ნოემბრის №882009369273-03 გადაწყვეტილება სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ;

სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მომართვა დ. ჭ-ას ნივთთან ზედდების ნაწილში.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა განახორციელოს საჯარო რეესტრში დ. ჭ-ას საკუთრებაში ... საკადასტრო კოდით 0,10 ჰა დაუზუსტებული ფართობით რეგისტრირებული ნაკვეთის მონაცემების დაზუსტება (რეგისტრაცია) წარდგენილი მასალების შესაბამისად.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, შპს „...“ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ჭ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მიმართვა დ. ჭ-ას ნივთთან ზედდების ნაწილში, ასევე ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 20 ნოემბრის 882009369273-03 გადაწყვეტილება სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (ს/კ 43.30.41.166) დ. ჭ-ას მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...) ზედდების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში დ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდს;

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით დ. ჭ-ას მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას დ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

9. დ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

10. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

11. კასატორს დაუბრუნდეს 04.01.16 წლის N423446141 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

12. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე