Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹209აპ-09 ქ. თბილისი

27 მაისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დავით სულაქველიძე

მოსამართლეები: მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. დ-ისა და მისი დამცველის, ადვოკატ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2009 წლის 12 იანვრის განაჩენზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის განაჩენით გ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ბ” და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტების (ვ. მ-ის ეპიზოდი) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და ბრალდების ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის, 4 (ოთხი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტების (ლ. მ-ის ეპიზოდი) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და ბრალდების ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტების (რ. კ-ს ეპიზოდი) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და ბრალდების ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით. აღნიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეიკრიბა და გ. დ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 იანვრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ, გ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტების (რ. კ-ს ეპიზოდი) საფუძველზე შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით ,,ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და ბრალდების ამ ეპიზოდში განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 1 (ერთი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით, რის შემდეგაც მსჯავრდებულ გ. დ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ გ. დ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. დ-ისა და მისი დამცველის, ადვოკატ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2009 წლის 12 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.