#ბს-756-748(კს-15) 17 მარტი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) _ 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია; 2. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა; 3. მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსებისა და ატესტაციის პროცედურებისა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველი საპრეტენზიო კომისია; 4. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ თ. გ-ი
მესამე პირები - ს. ნ-ი, ჯ. რ-ი, შ. გ-ი
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 აგვისტოს განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსებისა და ატესტაციის პროცედურებისა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველი საპრეტენზიო კომისიის, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მესამე პირების - ს. ნ-ის, ჯ. რ-ისა და შ. გ-ის მიმართ.
მოსარჩელემ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საატესტაციო-საკონკურსო კომისიის 2015 წლის 10 თებერვლის №7 სხდომის ოქმის (საოქმო გადაწყვეტილების) შედეგები იმ ნაწილში, რომლითაც ს. ნ-ის, ჯ. რ-ისა და შ. გ-ის მიმართ გაიცა რეკომენდაცია თანამდებობებზე დასანიშნად, ხოლო თ. გ-ს უარი ეთქვა რეკომენდაციის გაცემაზე; მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსებისა და ატესტაციების პროცედურებისა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველი საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 19 თებერვლის №2 სხდომის ოქმი (საოქმო გადაწყვეტილება); მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 13 თებერვლის №42 ბრძანება ს. ნ-ის დანიშვნის შესახებ; მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 13 თებერვლის №43 ბრძანება ჯ. რ-ის დანიშვნის შესახებ; მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 მარტის №2 ბრძანება თ. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 მარტის №3 ბრძანება შ. გ-ის დანიშვნის თაობაზე. მოპასუხე მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საატესტაციო-საკონკურსო კომისიას დაევალა გადაწყვეტილების მიღება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილების უფროსისა და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარების თაობაზე და ამის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსებისა და ატესტაციის პროცედურებისა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველმა საპრეტენზიო კომისიამ და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 აგვისტოს განჩინებით მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსებისა და ატესტაციის პროცედურებისა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველი საპრეტენზიო კომისიის, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხეების წარმომადგენელს ლ. გ-ს ჩაბარდა 2015 წლის 8 ივლისს. მხარეს სააპელაციო გასაჩივრების ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 9 ივლისიდან და ამოეწურა 2015 წლის 22 ივლისს, სააპელაციო საჩივარი კი ფოსტის მეშვეობით წარდგენილ იქნა 2015 წლის 24 ივლისს (ტ. 5; ს.ფ. 144). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ გაშვებული იყო სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, რომლის გაგრძელება (აღდგენა) კანონის თანახმად არ დაიშვება, რის გამოც მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსებისა და ატესტაციის პროცედურებისა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველი საპრეტენზიო კომისიის, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსებისა და ატესტაციის პროცედურებისა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველმა საპრეტენზიო კომისიამ და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა პალატამ არასწორად მიიჩნია აპელანტების წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივრის ფოსტისათვის ჩაბარების თარიღად 2015 წლის 24 ივლისი, რადგან აპელანტების წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივარი (საქმე№020310015753881 (3/38-15)) ... მესტიის რაიონის ქვეგანყოფილებას ჩაბარდა 2015 წლის 21 ივლისს (იხ. დანართი №1, №2).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 დეკემბრის განჩინებით მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსებისა და ატესტაციის პროცედურებისა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველი საპრეტენზიო კომისიის, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსებისა და ატესტაციის პროცედურებისა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველი საპრეტენზიო კომისიის, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 აგვისტოს განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საატესტაციო-საკონკურსო კომისიის 2015 წლის 10 თებერვლის №7 სხდომის ოქმის (საოქმო გადაწყვეტილების) შედეგები იმ ნაწილში, რომლითაც ს. ნ-ის, ჯ. რ-ისა და შ. გ-ის მიმართ გაიცა რეკომენდაცია თანამდებობებზე დასანიშნად, ხოლო თ. გ-ს უარი ეთქვა რეკომენდაციის გაცემაზე; მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსებისა და ატესტაციების პროცედურებისა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველი საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 19 თებერვლის №2 სხდომის ოქმი (საოქმო გადაწყვეტილება); მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 13 თებერვლის №42 ბრძანება ს. ნ-ის დანიშვნის შესახებ; მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 13 თებერვლის №43 ბრძანება ჯ. რ-ის დანიშვნის შესახებ; მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 მარტის №2 ბრძანება თ. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 მარტის №3 ბრძანება შ. გ-ის დანიშვნის თაობაზე. მოპასუხე მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საატესტაციო-საკონკურსო კომისიას დაევალა გადაწყვეტილების მიღება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილების უფროსისა და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარების თაობაზე და ამის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეების წარმომადგენელს - ლ. გ-ს ჩაჰბარდა 2015 წლის 8 ივლისს პირადად (იხ. ს.ფ. 162; ტ.4), რაც სადავო არ გამხდარა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა 2015 წლის 22 ივლისს 24 საათზე ამოიწურა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო სააპელაციო საჩივარზე დართულ საფოსტო კონვერტზე დასმულ ბეჭედს, საიდანაც ირკვევა, რომ გზავნილი ფოსტაში ჩაბარებულია 2015 წლის 24 ივლისს (იხ. ს.ფ. 150; ტ.5) გასაჩივრების ვადის დარღვევით. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 აგვისტოს განჩინებით მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსებისა და ატესტაციის პროცედურებისა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველი საპრეტენზიო კომისიის, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის მითითებით, სააპელაციო საჩივარი ... მესტიის რაიონის ქვეგანყოფილებას ჩაჰბარდა 2015 წლის 21 ივლისს, რაც დასტურდება კერძო საჩივარზე დართული მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის გზავნილების რეესტრითა და ... 2015 წლის 29 სექტემბრის ცნობით (იხ. ს.ფ. 159, 160; ტ.5).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 21 ივლისის გზავნილების რეესტრსა და შპს „...“ მესტიის სერვის ცენტრის მენეჯერის 2015 წლის 29 სექტემბრის ცნობაზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი საქმეზე №020310015753881 (3/38-15) მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიის მეშვეობით ჩაჰბარდა კურიერს 2015 წლის 21 ივლისს, რაც დადასტურებულია მესტიის გამგეობის კანცელარიის ბეჭდით, კურიერის ხელმოწერითა და ბეჭდით, ხოლო საქმეში არსებულ საფოსტო კონვერტზე დასმული საქართველოს მესტიის ქვეგანყოფილების (3200) ბეჭდიდან ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 2015 წლის 24 ივლისს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა საკმარის საფუძველს, იმისათვის, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელახლა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა აღნიშნული მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ აპელაციის დასაშვებობის სტადიიდან უნდა გამოიკვლიოს მითითებული ფაქტობრივი გარემოება და ობიექტურად დაადგინოს დაცულია თუ არა აპელანტის მიერ კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და საფოსტო განყოფილებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და გამოიკვლიოს ნამდვილად 2015 წლის 21 ივლისს მოხდა თუ არა ... მესტიის ქვეგანყოფილებაში (3200) სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, ამასთან, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს საქმეზე ახალი განჩინება, რადგან სსსკ-ის 412.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსებისა და ატესტაციის პროცედურებისა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველი საპრეტენზიო კომისიის, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 აგვისტოს განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსებისა და ატესტაციის პროცედურებისა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილველი საპრეტენზიო კომისიის, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 აგვისტოს განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი