Nბს-161-160 (კ-16) 26 აპრილი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - თ. ს-ი; გ. მ-ი; მ. კ-ი; ა. პ-ი; ა. ქ-ი; გ. პ-ი; კ. გ-ი; გ. გ-ი; ი. გ-ი; ბ. თ-ი; ა. ც-ი; მ. გ-ი; ჰ. ქ-ი; გ. დ-ი; დ. პ-ი; მ. ა-ი; მ. კ-ი; მ. გ-ი (მოსარჩელეები);
მოპასუხეები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სამხედრო ნამსახურების სტაჟის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ს-მა, გ. მ-მა, მ. კ-მა, ა. პ-მა, ა. ქ-მა, გ. პ-მა, კ. გ-მა, გ. გ-მა, ი. გ-მა, ბ. თ-მა, ა. ც-მა, მ. გ-მა, ჰ. ქ-მა, გ. დ-მა, დ. პ-მა, მ. კ-მა, მ. გ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს სამხედრო ნამსახურების სტაჟის დადგენის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ს-ის, გ. მ-ის, მ. კ-ის, ა. პ-ის, ა. ქ-ის, გ. პ-ის, კ. გ-ის, გ. გ-ის, ი. გ-ის, ბ. თ-ის, ა. ც-ის, მ. გ-ის, ჰ. ქ-ის, გ. დ-ის, დ. პ-ის, მ. ა-ის, მ. კ-ის, მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. თ. ს-ს 1993 წლის 18 ივნისიდან 1999 წლის 01 იანვრამდე პერიოდი ჩაეთვალა საერთო ნამსახურების სტაჟში. გ. მ-ს 1993 წლის 24 ივნისიდან 1993 წლის 29 ივლისამდე და 1995 წლის 01 დეკემბრიდან 1999 წლის 01 იანვრამდე პერიოდი ჩაეთვალა საერთო ნამსახურების სტაჟში. მ. კ-ს 1993 წლის 24 ივნისიდან 1993 წლის 29 ივლისამდე და 1994 წლის 05 თებერვლიდან 1999 წლის 01 იანვრამდე პერიოდი ჩაეთვალა საერთო ნამსახურების სტაჟში. ა. პ-ს 1993 წლის 24 ივნისიდან 1999 წლის 01 იანვრამდე პერიოდი ჩაეთვალა საერთო ნამსახურების სტაჟში. ა. ქ-ს 1993 წლის 15 ნოემბრიდან 1999 წლის 01 იანვრამდე პერიოდი ჩაეთვალა საერთო ნამსახურების სტაჟში. გ. პ-ს 1993 წლის 24 ივნისიდან 1993 წლის 29 ივლისამდე და 1994 წლის 05 თებერვლიდან 1999 წლის 01 იანვრამდე პერიოდი ჩაეთვალა საერთო ნამსახურების სტაჟში. კ. გ-ს 1993 წლის 24 ივნისიდან 1999 წლის 01 იანვრამდე მსახურობდა პერიოდი ჩაეთვალა საერთო ნამსახურების სტაჟში. გ. გ-ს 1993 წლის 15 ნოემბრიდან 2005 წლის 28 აპრილამდე მსახურობდა პერიოდი ჩაეთვალა საერთო ნამსახურების სტაჟში. ი. გ-ს 1992 წლის 30 აგვისტოდან 1993 წლის 29 ივლისამდე და 1994 წლის 05 თებერვლიდან 1999 წლის 01 იანვრამდე პერიოდი ჩაეთვალა საერთო ნამსახურების სტაჟში. ბ. თ-ს 1993 წლის 15 იანვრიდან 1999 წლის 01 იანვრამდე მსახურობდა პერიოდი ჩაეთვალა საერთო ნამსახურების სტაჟში. ა. ც-ს 1993 წლის 24 ივნისიდან 1993 წლის 29 ივლისამდე და 1994 წლის 05 თებერვლიდან 1999 წლის 01 იანვრამდე პერიოდი ჩაეთვალა საერთო ნამსახურების სტაჟში. მ. გ-ს 1994 წლის 07 ოქტომბრიდან 1999 წლის 01 იანვრამდე პერიოდი ჩაეთვალა საერთო ნამსახურების სტაჟში. ჰ. ქ-ს 1993 წლის 24 ივნისიდან 1999 წლის 01 იანვრამდე პერიოდი ჩაეთვალა საერთო ნამსახურების სტაჟში. გ. დ-ს 1993 წლის 5 ივლისიდან 1999 წლის 01 იანვრამდე პერიოდი ჩაეთვალა საერთო ნამსახურების სტაჟში. დ. პ-ს 1993 წლის 01 თებერვლიდან 1999 წლის 01 იანვრამდე პერიოდი ჩაეთვალა საერთო ნამსახურების სტაჟში. მ. ა-ს 1996 წლის 24 ოქტომბრიდან 1999 წლის 01 იანვრამდე პერიოდი ჩაეთვალა საერთო ნამსახურების სტაჟში. მ. კ-ს 1996 წლის 02 იანვრიდან 1999 წლის 01 იანვრამდე პერიოდი ჩაეთვალა საერთო ნამსახურების სტაჟში. მ. გ-ს 1996 წლის 24 ოქტომბრიდან 1999 წლის 01 იანვრამდე პერიოდი ჩაეთვალა საერთო ნამსახურების სტაჟში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე