საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
321აპ.-09 14 ივლისი, 2009წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. Gგ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ნოემბრის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად გ. Gგ-ს მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და გ. Gგ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 3 აპრილიდან.
დაზარალებულ გ. Mმ-ის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და მსჯავრდებულ გ. გ-ს დაზარალებულ გ. Mმ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ქონებრივი ზიანის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გ. გ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად გ. Gგ-ს მიესაჯა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და გ. Gგ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლისა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
დაზარალებულ გ. Mმ-ის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და მსჯავრდებულ გ. გ-ს დაზარალებულ გ. Mმ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ქონებრივი ზიანის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ გ. Gგ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. გG-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.