ბს-694-686 (კ-15) 21 აპრილი, 2016 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.15წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ი-ემ, ზ. ი-ემ, ნ. კ-ემ და ნ. ჟ-ამ სასარჩელო განცხადებებით მიმართეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს. ნ. ი-ემ მოითხოვა: ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 24.01.2011 წ. N882011011364 -07 გადაწყვეტილების ნ. ი-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში ბათილად ცნობა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გურიის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 12.01.2011წ. N1-16/6 მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.07.2011 წ. N110464, ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 13.07.2011წ. N 882011325897-03, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.09.2011 წ. N134388, ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 15.08.2011 წ. N 882011325897 -05 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. სარეგისტრაციო სამსახურისათვის ნ. ი-ის სახელზე რეგისტრირებულ საკუთრების უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის დავალება.
ზ. ი-ემ მოითხოვა ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 24.01.2011წ. N882011011364-07 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ზ. ი-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში ბათილად ცნობა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გურიის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 12.01.2011წ. N1-16/6 მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.08.2011წ. N104177, ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 06.06.2011წ. N882011255460-03, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.08.2011წ. N118800, ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 06.07.2011წ. N 882011255460 -04 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სარეგისტრაციო სამსახურისათვის ზ. ი-ეს სახელზე რეგისტრირებულ საკუთრების უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის დავალება.
ნ. კ-ემ მოითხოვა ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 24.01.2011წ. N882011011364-07 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ნ. კ-ეს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში ბათილად ცნობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გურიის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 12.01.2011წ. N1-16/6 მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.07.2011წ. N104176, ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 08.07.2011წ. N882011260182-03, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.08.2011წ. N118805, ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 08.07.2011წ. N882011260182 -05 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სარეგისტრაციო სამსახურისათვის ნ. კ-ეს სახელზე რეგისტრირებულ საკუთრების უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის დავალება.
ნ. ჟ-ამ მოითხოვა ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 24.01.2011წ. N882011011364-07 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ნ. ჟ-ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში ბათილად ცნობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გურიის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 12.01.2011წ. N1-16/6 მიმართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.06.2011 წ. N90515, ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 03.05.2011წ. N882011194362-03, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.07.2011წ. N101903, ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 04.06.2011წ. N882011194362-05 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სარეგისტრაციო სამსახურისათვის ნ. ჟ-ას სახელზე რეგისტრირებულ საკუთრების უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის დავალება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 18.11.2014წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ი-ეს სარჩელი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 24.01.2011წ. N882011011364-07 გადაწყვეტილება, ნ. ი-ეს სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების გადაფარვის ნაწილში. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ი-ეს სარჩელი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 24.01.2011წ. N882011011364-07 გადაწყვეტილება ზ.ი-ეს სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების გადაფარვის ნაწილში. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ.კ-ეს სარჩელი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 24.01.2011წ. N882011011364-07 გადაწყვეტილება, ნ. კ-ის სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების გადაფარვის ნაწილში. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ჟ-ას სარჩელი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 24.01.2011წ. N882011011364-07 გადაწყვეტილება, ნ. ჟ-ას სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების გადაფარვის ნაწილში. დაევალა ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გურიის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო
სამმართველოს 12.01.2011წ. N1-16/6 სარეგისტრაციო მიმართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, ერთი თვის ვადაში. ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურს დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ, მათ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, თითოეულისათვის ინდივიდუალურად 100 (ასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.15წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 18.11.2014წ. გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.15წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი