Facebook Twitter

ბს-726-718(კ-15) 21 აპრილი, 2016 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თ. გ-ისა და ვ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2015წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. გ-მა და ვ. გ-მა 07.11.2014წ. სარჩელით მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ დ., ზ., და ლ. გ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 11.09.2014წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 18.12.2014წ. განჩინებით ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დ. გ-ი, ზ. გ-ი და ლ. გ-ი.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 09.01.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 11.09.2014წ. №882014472177-03 გადაწყვეტილება, ხაშურში, დაბა სურამში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო ...) დ. გ-ის, ზ. გ-ის და ლ. გ-ის თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. გ-ის, ზ. გ-ის და ლ. გ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.05.2015წ. განჩინებით არასათანადო მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეიცვალა სათანადო მოპასუხით - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარგეისტრაციო სამსახურით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2015წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა: თ. და ვ. გ-ებს უარი ეთქვათ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 11.09.2014წ. N882014472177-03 გადაწყვეტილების ნაწილობრივ, დ. გ-ის, ზ. გ-ის და ლ. გ-ის თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში ბათილად ცნობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. გ-ისა და ვ. გ-ის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ისა და ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. გ-ისა და ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. გ-ისა და ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2015წ. გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი