Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-294-292(კ-16) 22 აპრილი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს „...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაზე.

2015 წლის 4 ნოემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების მთავარი სპეციალისტის მიერ შპს „...“ მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №022318, №022319 და №022320 ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 792-ე, 571-ე, 49-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის.

2015 წლის 6 ნოემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები განსახილველად გადაეგზავნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც 2015 წლის 17 ნოემბრის დადგენილებით შპს „...“ ცნო სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 792-ე, 571-ე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილით და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით; შპს „...“ დაეკისრა გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლით ჩადენილი სამართალდარღვევისათვის - 1317.96 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლით - 5361.42 ლარის ოდენობით.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 ნოემბრის დადგენილება გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით შპს „...“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 ნოემბრის დადგენილება. სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კანონმდებელმა ახლებურად დაარეგულირა სასამართლოთა კომპეტენცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვასთან დაკავშირებით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ ასევე საქმეებს სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

ამდენად, კანონმდებელმა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმეების განხილვა დაუქვემდებარა სასამართლოთა მიერ არა სამართალწარმოების, არამედ ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილვას და მიუთითა ამ კატეგორიის დავათა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განხილვაზე.

მოცემულ შემთხვევაში 2015 წლის 4 ნოემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების მთავარი სპეციალისტის მიერ შპს „...“ მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №022318, №022319 და №022320 ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 792-ე, 571-ე, 49-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის მიხედვით, ამ კოდექსის 792-ე, 571-ე, 49-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

აღნიშნული წესით განხილულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესს განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

სახეზე გვაქვს შემთხვევა, როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტზე დადგენილება სახდელის დადების შესახებ გამოაქვს სასამართლოს, ხოლო მისი კანონიერების გადამოწმება ხდება სააპელაციო სასამართლოს მიერ, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით შპს „...“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 ნოემბრის დადგენილება. სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდებოდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაზე უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „...“ სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 1 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს შპს „...“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო;

2. შპს „...“ სრულად დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 1 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი