ბს-792-784(2კ-15) 11 მაისი, 2016 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თ.კ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2015წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ.ბ-მა 09.01.2014წ. სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ რეგისტრაციის შესახებ მოპასუხის 29.08.2008წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 19.05.2014წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის შუამდგომლობბა, დ. ბ-სის სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა წარმოება, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა დ. ბ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2014წ. განჩინებით დ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.05.2014წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 13.10.2014წ. განჩინებით ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო გ. ჭ-ე. ამავე სასამართლოს 28.10.2014წ. განჩინებით ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სს ,,..." და თ.კ-ე.
24.11.2014წ. დ. ბ-მა დაზუსტებული სარჩელის მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი გ. ჭ-ის სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 03.09.2008წ. გადაწყვეტილება თანამდევი შედეგებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი თ. კ-ის სახელზე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 09.12.2010წ. გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა ნ. რ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის შესახებ.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 26.12.2014წ. გადაწყვეტილებით დ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 03.09.2008წ. გადაწყვეტილება და 09.12.2010წ. გადაწყვეტილება და მოპასუხე მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.2015წ. განჩინებით ასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ ქონების მართვის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2015წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა თ.კ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.კ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ.კ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, თ. კ-ეს (პ.ნ....) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.11.2015წ. =7 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კი სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.12.2015წ. =33735 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.კ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2015წ. განჩინება;
3. თ. კ-ეს (პ.ნ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.11.2015წ. =7 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;
4. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.12.2015წ. =33735 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი