ბს-18-17(2კ-16) 16 ივნისი, 2016 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.2015წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჰ. ბ-ემ 28.04.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ მოპასუხის 06.03.2014წ. N389 სხდომის ოქმის 76-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.05.2014წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაერთო ა. გ-ი.
13.10.2014წ. ჰ.ბ-ემ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სადავო აქტის მოქმედების შეჩერება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.10.2014 განჩინებით ჰ.ბ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.02.2015წ. გადაწყვეტილებით ჰ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 06.03.2014წ. N389 ოქმით 76-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და ა. გ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.2015წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ა. გ-ის მიერ.
07.04.2016წ. საკასაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მომართა ჰ. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირებულ, ქ.თბილისში, ... ქ. N22-ის მიმდებარედ არსებულ 252 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2016წ. განჩინებით ჰ. ბ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.04.2016წ. განჩინებით ა.გ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად ხარვეზის დადგენილ საპროცესო ვადაში შეუვსებლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.2015წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-18-17(2კ-16) 25 აპრილი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ა.გ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.2015წ. განჩინებით ა.გ-ის და ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.02.2015წ. გადაწყვეტილება.
29.01.2016წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა.გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლისა და ამავე კოდექსის 39.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რამდენადაც საკასაციო საჩივარზე კასატორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ასევე დასაზუსტებელი იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების თარიღი, რის გამოც მითითებული განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში ხარვეზის შევსება და საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედნის წარმოდგენა, ასევე გასაჩივრებული განჩინების თარიღის დაზუსტება. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
18.02.2016წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის 2 კვირით გადავადების შუამდგომლობით მომართა ა.გ-მა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2015წ. განჩინებით ა.გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, კასატორს გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ხარვეზის შესახებ 29.01.2016წ. განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 14 დღით. კასატორმა დადგენილ ვადაში განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 2 კვირით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.03.2016წ. განჩინებით კასატორს კიდევ ერთხელ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 14 დღით. აღნიშნული განჩინება პირადად ჩაბარდა ა. გ-ს 30.03.2016წ.
19.04.2016წ. ა. გ-ის წარმომადგენელმა ა. ბ. განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და აღნიშნა, რომ ა.გ-მა მას დაგვიანებით გადასცა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, რის გამოც ვერ განხორციელდა ხარვეზის დადგენილ ვადაში შევსება.
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, რადგან სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ა.გ-ს პირადად ჩაბარდა 30.03.2016წ.. ამდენად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა იწურებოდა 14 დღის შემდეგ - 13.04.2016წ. კასატორის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედანი შემოტანილ იქნა განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევით - 20.04.2016წ. .
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა ხარვეზის შევსებისთის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში (რომელიც არაერთგზის გაგრძელდა) არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა.გ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნას განუხილველად. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 447-ე მუხლის შესაბამისად, ა. ბ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 20.04.2016წ. №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. გ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. ა. ბ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 20.04.2016წ. №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი