Nბს-205-204 (3კ-16) 7 ივნისი, 2016 წელი,
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა, 2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისია (მოპასუხეები), 3. ი. ს-ე, ხ. გ-ა, ი. ა-ი, ვ. ვ-ე, ნ. ხ-ე, ი. გ-ა, თ. ა-ე, გ. შ-ე, დ. ე-ე, ა. თ-ე, ჯ. თ-ე (მესამე პირები)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ნ-ი (მოსარჩელე)
მოპასუხე - სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის შედეგების და პროცედურების საპრეტენზიო კომისია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ნ-მა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის და სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 10 ივნისის №48 და 2015 წლის 11 ივნისის №61 სხდომის ოქმების (გადაწყვეტილებების), 2015 წლის 18 ივნისის №63 სხდომის ოქმის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის შედეგებისა და პროცედურების საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 02 ივლისის №58-11 გადაწყვეტილების, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის 2015 წლის 24 ივნისის №35-11 და 2015 წლის 02 ივლისის №51-11 მიმართვების, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2015 წლის 07 ივლისს მიღებული ბრძანებების №37 618; №37 619; №37 621; №37 622; №37 623; №37 620; №37 598; №37 597; №37 596; №37 583; №37 600 ბათილობის მოთხოვნით; ასევე სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის მიერ სადავო კონკურსის მე-3 ეტაპის გასაუბრების ხელახლა ჩატარების დავალების მოთხოვნით. საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ი. ს-ე, ხ. გ-ა, ი. ა-ი, ვ. ვ-ე, ნ. ხ-ე, ი. გ-ა, თ. ა-ე, გ. შ-ე, დ. ე-ე, ა. თ-ე და ჯ. თ-ე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 10 ივნისის N48 და 2015 წლის 11 ივნისის N61 სხდომის ოქმები (გადაწყვეტილებები); სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 18 ივნისის N63 სხდომის ოქმი ვაკანტურ თანამდებობებზე ა. თ-ის, ჯ. თ-ის, გ. შ-ის, დ. ე-ის, ვ. ვ-ის, თ. ა-ის, ი. ს-ის, ი. გ-ას, ი. ა-ის, ნ. ხ-ის, ხ. გ-ას დასანიშნად წარდგენის ნაწილში; სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის შედეგებისა და პროცედურების საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 2 ივლისის N58-11 გადაწყვეტილება; სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2015 წლის 24 ივნისის N35-11 და 2015 წლის 2 ივლისის N51-11 მიმართვები ა. თ-ის, ჯ. თ-ის, გ. შ-ის, დ. ე-ის, ვ. ვ-ის, თ. ა-ის, ი. ს-ის, ი. გ-ას, ი. ა-ის, ნ. ხ-ის, ხ. გ-ას ვაკანტურ თანამდებობებზე წარდგენის ნაწილში; სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2015 წლის 7 ივლისს მიღებული ბრძანებები: №37 618; №37 619; №37 621; №37 622; №37 623; №37 620; №37 598; №37 597; №37 596; №37 583; №37 600 გ. შ-ის, დ. ე-ის, ვ. ვ-ის, თ. ა-ის, ი. ს-ის, ი. გ-ას, ი. ა-ის, ნ. ხ-ის, ხ. გ-ას სამტრედიის ადმინისტრაციულ ერთეულში და ა. თ-ის და ჯ. თ-ის გომის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშვნის თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა კონკურსის მე-3 ეტაპის - გასაუბრების ხელახლა ჩატარება
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა და მესამე პირებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიისა და ი. ს-ის, ხ. გ-ას, ი. ა-ის, ვ. ვ-ის, ნ. ხ-ის, ი. გ-ას, თ. ა-ის, გ. შ-ის, დ. ე-ის, ა. თ-ის, ჯ. თ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ცვლილება შევიდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების 1.5 პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: სამტრედიის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ბათილად იქნეს ცნობილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2015 წლის 07 ივლისს მიღებული ბრძანებები №37 618; №37 619; №37 621; №37 622; №37 623; №37 620; №37 598; №37 597; №37 596; №37 583; №37 600, დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა და მესამე პირებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის, ი. ს-ის, ხ. გ-ას, ი. ა-ის, ვ. ვ-ის, ნ. ხ-ის, ი. გ-ას, თ. ა-ის, გ. შ-ის, დ. ე-ის, ა. თ-ის და ჯ. თ-ის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის, ი. ს-ის, ხ. გ-ას, ი. ა-ის, ვ. ვ-ის, ნ. ხ-ის, ი. გ-ას, თ. ა-ის, გ. შ-ის, დ. ე-ის, ა. თ-ის და ჯ. თ-ის საკასაციო საჩივრები საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის, ი. ს-ის, ხ. გ-ას, ი. ა-ის, ვ. ვ-ის, ნ. ხ-ის, ი. გ-ას, თ. ა-ის, გ. შ-ის, დ. ე-ის, ა. თ-ის და ჯ. თ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის, ი. ს-ის, ხ. გ-ას, ი. ა-ის, ვ. ვ-ის, ნ. ხ-ის, ი. გ-ას, თ. ა-ის, გ. შ-ის, დ. ე-ის, ა. თ-ის და ჯ. თ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე