#ბს-350-346(2კ-კს-16) 23 ივნისი, 2016 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას და სხვათა, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ჯ. თ-ას, ზ. ქ-ის, ჯ. წ-ას და სხვათა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის საოქმო განჩინებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 17 ოქტომბერს ვ. ც-ამ, ბ. ვ-ამ და სხვებმა (სულ 17 ფიზიკური პირი) სასარჩელო განცხადებით მიმართეს მარტვილის მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხის - მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობიდან ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას და ზ. ბ-ას გათავისუფლების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 18 სექტემბრის №223, №224, №226, №227, №229, №230, №231, №232, №233, №234, №235, №236, №237, №238, №240, №241, №242 ბრძანებების ბათილად ცნობა, მოსარჩელეების მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ერთეულებში აღდგენა და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.
2014 წლის 24 ოქტომბერს ა. ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ა. გ-ას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებთან ... განყოფილების უფროსის თანამდებობიდან ა. ს-ას გათავისუფლების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 24 სექტემბრის №329 ბრძანების ბათილად ცნობა, ა. ს-ას მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენლებთან ... განყოფილების უფროსის თანამდებობაზე აღდგენა და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდური ხელფასის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, ა. ს-ას სარჩელი განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა სენაკის რაიონულ სასამართლოს, სადაც მოპასუხე მხარედ მხოლოდ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა მიეთითა.
მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრისა და 5 დეკემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ რ. წ-ა, ვ. გ-ა, ჯ. წ-ა, დ. ხ-ა, რ. ფ-ა, ბ. ო-ა, ზ. ქ-ა, ვ. გ-ა, ო. ბ-ი, შ. ნ-ა, კ. გ-ა, ჯ. თ-ა, ბ. წ-ა, რ. ც-ა, მ. გ-ა, ზ. ქ-ი, ბ. გ-ა, დ. ს-ა.
მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის და 19 დეკემბრის გადაწყვეტილებებით ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას და ა. ს-ას სარჩელები არ დაკმაყოფილდა.
მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ც-ამ, ბ. ვ-ამ, ხ. წ-ამ და სხვებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 თებერვლის განჩინებით გაერთიანდა აღნიშნული ადმინისტრაციული საქმეები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინებით ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის და 19 დეკემბრის გადაწყვეტილებები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ც-ამ, ბ. ვ-ამ, ხ. წ-ამ და სხვებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას, ა. ს-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. გ-ი, ე. კ-ა, გ. კ-ა, ბ. ჟ-ა, ა. ჯ-ა, კ. ჯ-ა და ს.კ-ი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის საოქმო განჩინებით გადაიდო სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას და ა. ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის და 19 დეკემბრის გადაწყვეტილებები და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას და ა. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 18 სექტემბრის №223, №224, №226, №227, №229, №230, №231, №232, №233, №234, №235, №236, №237, №238, №240, №241, №242 და 2014 წლის 24 სექტემბრის №329 ბრძანებები ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობიდან, ხოლო ა. ს-ას მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებთან ... განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ვ. ც-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; ბ. ვ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; ხ. წ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; ე. კ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; გ. ც-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; მ. ს-ე აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; ნ. ქ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; გ. ჯ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; მ. ს-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; მ. ჯ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; თ. კ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; ზ. ს-ა აღდგენილ იქნა ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; ი. გ-ი აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; ბ. ხ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის .... თანამდებობაზე; მ. ყ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; რ. ც-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; ზ. ბ-ა აღდგენილ იქნა ... ადმინისტრაციულ ერთეულში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე; ა. ს-ა აღდგენილ იქნა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან ... განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას და ა. ს-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სრულად ანაზღაურება მათზე უკვე გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით; მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას და ა. ს-ას სასარგებლოდ მათ მიერ საადვოკატო მომსახურების სახით თითოეულზე 100 ლარის ანაზღაურება (სულ 1800 ლარი); მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას, ე. კ-ას, გ. ც-ას, მ. ს-ის, ნ. ქ-ას, გ. ჯ-ას, მ. ს-ას, მ. ჯ-ას, თ. კ-ას, ზ. ს-ას, ი. გ-ის, ბ. ხ-ას, მ. ყ-ას, რ. ც-ას, ზ. ბ-ას და ა. ს-ას სასარგებლოდ მათ მიერ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება თითოეულზე 14 (თოთხმეტი) ლარი (მინდობილობის გაფორმების თანხა) და სხვა ხარჯების სახით 100 ლარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ც-ამ, ბ. ვ-ამ, ხ. წ-ამ და სხვებმა (სულ 18 ფიზიკური პირი), რომლებმაც გასაჩვრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს. კასატორები ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის საოქმო განჩინების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც გადაიდო სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ჯ. თ-ამ, ზ. ქ-მა, ჯ. წ-ამ და სხვებმა, რომლებმაც გასაჩვრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას და სხვათა, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ჯ. თ-ას, ზ. ქ-ის, ჯ. წ-ას და სხვათა საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას და სხვათა, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ჯ. თ-ას, ზ. ქ-ის, ჯ. წ-ას და სხვათა საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების/საოქმო განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
რაც შეეხება კასატორების - ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას და სხვათა შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან, აღნიშნული განჩინებით წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ შუამდგომლობაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ჯ. თ-ას, ზ. ქ-ის, ჯ. წ-ას და სხვათა საკასაციო საჩივარზე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. ვინაიდან, განსახილველი დავა განთავისუფლებულია ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ჯ. თ-ას, ზ. ქ-ის, ჯ. წ-ას და სხვათა საკასაციო საჩივარზე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად უნდა დაუბრუნდეს კასატორს - მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას და სხვათა საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ჯ. თ-ას, ზ. ქ-ის, ჯ. წ-ას და სხვათა საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის საოქმო განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება;
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას სრულად დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 22 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი