#ბს-360-355(კ-16) 23 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 28 თებერვალს შპს „ფ...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - შპს „...“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ 2012 წლის 13 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „...“ შორის გაფორმებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების“ №790, 2012 წლის 13 იანვრის №790 ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2012 წლის 18 იანვარს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების, 2012 წლის 19 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 29 ნოემბრის №1-1/2482 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შპს „...“ 2012 წლის 13 იანვრისა და 2012 წლის 19 სექტემბრის ხელშეკრულებებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მისთვის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების გასხვისება და მესამე პირების სასარგებლოდ დატვირთვის აკრძალვა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 მარტის განჩინებით შპს „ფ...“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსრჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ 2012 წლის 13 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „...“ შორის გაფორმებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების“ №790 უ.პ, შპს „ფ...“ სალიცენზიო ბლოკში არსებული ჭაბურღილების უსაფრთხოების და ექსპლუატაციის ზონისა და ჭაბურღილებთან მისასვლელი გზების ნაწილში (ჭაბურღილების უსაფრთხოების და ექსპლუატაციის ზონა - 10.44 ჰა; ჭაბურღილებთან მისასვლელი გზების ტერიტორია - 3.7571 ჰა), 2012 წლის 19 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...“ შორის გაფორმებული „ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულების“, შპს „ფ...“ სალიცენზიო ბლოკში არსებული ჭაბურღილების უსაფრთხოების და ექსპლუატაციის ზონისა და ჭაბურღილებთან მისასვლელი გზების ნაწილში (ჭაბურღილების უსაფრთხოების და ექსპლუატაციის ზონა - 10.44 ჰა; ჭაბურღილებთან მისასვლელი გზების ტერიტორია - 3.7571 ჰა) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 29 ნოემბრის ბრძანების №1-1/2482 „საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე 51794128 კვ.მ. მიწის ნაკვეთების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“, შპს „ფ...“ სალიცენზიო ბლოკში არსებული ჭაბურღილების უსაფრთხოების და ექსპლუატაციის ზონისა და ჭაბურღილებთან მისასვლელი გზების ნაწილში (ჭაბურღილების უსაფრთხოების და ექსპლუატაციის ზონა - 10.44 ჰა; ჭაბურღილებთან მისასვლელი გზების ტერიტორია -3.7571 ჰა) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ივნისის საოქმო განჩინებით შპს „ფ...“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შპს „ფ...“ სასარჩელო მოთხოვნა 2012 წლის 13 იანვრის №790 ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2012 წლის 18 იანვარს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად, მოსარჩელის მიერ სარჩელის უკან გამოხმობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ფ...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 29 ნოემბრის №1-1/2482 ბრძანება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე 5179 4128 კვ.მ. მიწის ნაკვეთების ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ შპს „ფ...“ სალიცენზიო ბლოკში არსებული ჭაბურღილების უსაფრთხოების და ექსპლუატაციის ზონისა და ჭაბურღილებთან მისასვლელი გზების ნაწილში (ჭაბურღილების უსაფრთხოების და ექსპლუატაციის ზონა - 10.44 ჰა; ჭაბურღილებთან მისასვლელი გზების ტერიტორია-3.7571 ჰა); ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „...“ შორის 2012 წლის 13 იანვრის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება №790 უ.პ. შპს „ფ...“ სალიცენზიო ბლოკში არსებული ჭაბურღილების უსაფრთხოების და ექსპლუატაციის ზონისა და ჭაბურღილებთან მისასვლელი გზების ნაწილში (ჭაბურღილების უსაფრთხოების და ექსპლუატაციის ზონა - 10.44 ჰა; ჭაბურღილებთან მისასვლელი გზების ტერიტორია - 3.7571 ჰა); ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...“ შორის 2012 წლის 19 სექტემბრის ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება შპს „ფ...” სალიცენზიო ბლოკში არსებული ჭაბურღილების უსაფრთხოების და ექსპლუატაციის ზონისა და ჭაბურღილებთან მისასვლელი გზების ნაწილში (ჭაბურღილების უსაფრთხოების და ექსპლუატაციის ზონა - 10.44 ჰა; ჭაბურღილებთან მისასვლელი გზების ტერიტორია - 3.7571 ჰა); სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „...“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გაასაჩივრა შპს „...“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ე. რ-ეს საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 25 აპრილს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ე. რ-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინება;
3. ე. რ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 25 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი